5 საინტერესო ფაქტი „მხევლის წიგნის“ შესახებ

5 საინტერესო ფაქტი „მხევლის წიგნის“ შესახებ

კანადელი ნოველისტის მარგარეტ ეტვუდის რომანის „მხევლის წიგნის“ მიხედვით 2017 წელს გამოვიდა HULUS-ს გახმაურებული სატელევიზიო შოუ, რომელმაც მილიონობით მაყურებლის აღიარება მოიპოვა.

ამჟამად სერიალის 5 სეზონია გამოსული, მედიასაშუალებამ უკვე მე-6 დაამტკიცა, რომელსაც მიმართაც გარკვეული კრიტიკის მიუხედავად, მაინც მოუთმენლად ველოდებით.

თუ შოუს აქტიურად ადევნებდით თვალს, მაშინ მის შესახებ ეს 5 ფაქტი აუცილებლად დაგაინტერესებთ:

1. HULU-ს სერიალი რომანის პირველი ადაპტაცია არ არის

მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“ წლების განმავლობაში ხელოვანების შთაგონების წყარო იყო. მისი ადაპტაციები იქმნებოდა სხვადასხვა ფორმით: ფილმის, ოპერის, ბალეტის, გრაფიკული სახით და სხვა.

რომანის მიხედვით გადაღებული პირველი ფილმი 1990 წელს გამოვიდა და ის თითქმის სრულად იმეორებს წიგნის შინაარსს. რადიო დრამატიზაციები კი 2000 და 2002 წელს გამოვიდა. 2013 წელს ეტვუდის ეს ნაწარმოები ბალეტის ინსპირაცია გახდა, რომ აღარაფერი ვთქვათ სპექტაკლებზე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაიდგა.

2. „მხევლის წიგნის“ სერიები კანადაშია გადაღებული

სერიალის ზოგიერთი მონაკვეთი მასაჩუსეტსის შტატშია გადაღებული, თუმცა უმეტესი ნაწილი მაინც ტორონტოსა და ონტარიოში, კანადაში იქმნებოდა.

3. სერიალის მთავარი პერსონაჟის ჯუნის ყურის საჭდევი აღდგომის კვერცხს აღნიშნავს

ერთ-ერთ სერიაში ჯუნს ყურზე უმაგრებენ საჭდევს, რომელზეც მისი ID ნომერია დატანილი. აღნიშნული რიცხვები არის 1985 - წელი, როცა ეტვუდის „მხევლის წიგნი“ პირველად გამოიცა.

4. პირველი სეზონის პირველ ეპიზოდში თავად მარგარეტ ეტვუდიც გამოჩნდა

რომანის ავტორი მარგარეტ ეტვუდი პირველი სეზონის პირველ ეპიზოდში დეიდის როლში გამოჩნდა. საინტერესოა, რომ ის შოუს პირველი ორი სეზონის კონსულტანტ პროდიუსერად მუშაობდა.

5. კოლონიები, სადაც ურჩ მხევლებს გზავნიან, შთაგონებულია ატომური კატასტროფებით, ხელოვნების ნიმუშებითა და მთვარით

სერიალის მეორე სეზონის დიზაინერის ელიზაბეტ უილიამსის განმარტებით, როცა თავის გუნდთან ერთად კოლონიების ესთეტიკაზე მუშაობდა, შთაგონებას ხელოვნების ნიმუშებსა და მსოფლიო ისტორიაში ეძებდნენ.

კოლონიების მთავარ ტონებად ოქროსფერი, ქარვისფერი და ღია ცისფერია გამოყენებული. უილიამსის თქმით, აღნიშნული ფერები ნიდერლანდურ ნახატებს გაგახსენებთ.

ამასთან ეპიზოდების ესთეტიკა ფუკუშიმა დაიჩის ატომური კატასტროფითაც არის ნაკარნახევი. აღნიშნული კატასტროფის შედეგად ნაგვის პარკებისა და მოწამლული ნიადაგების შედეგად უჩვეულო ფორმის მთები წარმოიქმნა. დიზაინერებმა აღნიშნულ სინთეზს ასევე „მთვარეზე ყოფნის განცდაც“ დაუმატეს.

აღსანიშნავია, რომ სერიალის მე-6 სეზონის პრემიერა 2025 წელს არის დაგეგმილი.

R