5 წიგნი, რომელიც თქვენს ბიბლიოთეკას კიდევ უფრო ღირებულს გახდის

5 წიგნი, რომელიც თქვენს ბიბლიოთეკას კიდევ უფრო ღირებულს გახდის

გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ წიგნის მოყვარულებს წელს ნამდვილი საჩუქარი გაუკეთა პროექტის სახით „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. სერია აერთიანებს 15 წიგნს როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური ლიტერატურიდან. თითოეული მათგანი ნებისმიერი ბიბლიოთეკისთვის ღირებული შენაძენი იქნება.

სერიის პირველი 5 წიგნი უკვე ცნობილია და პირველი ორის შეძენა მკითხველს მაღაზიებსა და „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე შეუძლია:

  • ანე ფრანკი - „უკანა სახლი (დღიური წერილების სახით)“

წიგნი ხელმისაწვდომია როგორც „პალიტრა L-ის ვებგვერდზე, ისე წიგნის მაღაზიებში. ის წარმოადგენს უნიკალურ გამოცემას, რომელიც თარგმნილია პირდაპირ ნიდერლანდური ენისგან და სრულად თავისუფალია ცენზურისგან. აღსანიშნავია, რომ ანე ფრანკის მამის - ოტო ფრანკის შეხედულებების გამო, გოგონას ჩანაწერების პირვანდელი ვერსია არასრულყოფილი სახით გამოქვეყნდა. ამის მიზეზი კი იყო ის, რომ ანე დღიურში საუბრობდა ინტიმურ თემებზე და სხვადასხვა ადამიანთან დაკავშირებით ხისტ მოსაზრებებს გამოთქვამდა. თავდაპირველად საქართველოშიც დღიური შემოკლებული ვერსია იყო ხელმისაწვდომი.

  • მარგარეტ ეტვუდი - „მხევლის წიგნი“

„მხევლის წიგნი“ 1985 წელს გამოქვეყნდა და მკითხველისა და კრიტიკოსების ყურადღება სწრაფად მიიპყრო თავისი შინაარსის, თხრობის დამახასიათებელი მანერისა და სოციალური და პოლიტიკური საკითხების თანამედროვეობასთან რელევანტურობის გამო.

დისტოპიური რომანი გვიამბობს შემაძრწუნებელი მოვლენების შესახებ, რომელიც რელიგიური ექსტრემიზმისა და ტოტალიტარული რეჟიმის სიმბიოზმა დაატეხა გილეადის (აშშ-ის ახალი სახელწოდება რეჟიმის დამყარების შემდგომ) მცხოვრებ ქალებს თავს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სოციალურ საფეხურზე იმყოფება ქალი - მხევლის თუ მმართველის ცოლის, მისი თავისუფლება მთლიანად მამაკაცის და სახელმწიფოს ხელშია. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები თავისი ურთიერთობების, ფერტილურობის, საქმიანობისა და გადაადგილების შესახებაც კი.

„მხევლის წიგნის“ შესახებ ადაპტაციებიც არსებობს. მათ შორის ყველაზე პოპულარულია HULU-ს ამავე სახელწოდების ადაპტაცია, რომელიც ეკრანებზე 2017 წელს გამოჩნდა. უკვე დადასტურებულია მისი მე-6 სეზონიც.

„მხევლის წიგნის“ წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო. როგორც აღნიშნული რომანის, ისე სრული სერიის წინასწარ გამოწერა სპეციალურ ფასად „პალიტრა L-ის“ ვებგვერდიდან არის შესაძლებელი.

  • ალექსანდრ დიუმა - „ქალი ხავერდის ყელსაბამით“

ალექსანდრ დიუმამ (უფროსი) „ქალი ხავერდის ყელსაბამით“ 1850 წელს დაწერა და მიუძღვნა თავის მეგობარს, მწერალ შარლ ნოდიეს, რომელიც 1844 წელს გარდაიცვალა. ნაწარმოებში მოქმედება 1793 წლის საფრანგეთში ვითარდება. ეს რევოლუციური ტერორის ეპოქაა, როდესაც შეუსვენებლად „მუშაობს“ გილიოტინა, „თავისუფლებისა და წესრიგის“ ათასობით დამცველის თვალი დაუღალავად ეძებს ახალი რეჟიმის მტრებს. თუმცა პარიზი მაინც ისე იზიდავს ყველას, როგორც სინათლე ფარვანას. გამონაკლისი არც გერმანელი სტუდენტი ჰოფმანია.

„ქალი ხავერდის ყელსაბამით“ სერიის მესამე ტომია.

  • ჩარლზ დიკენსი - „მძიმე დროება“

ინგლისელი მწერლის ჩარლზ დიკენსის „მძიმე დროება“ ქართულ ენაზე პირველად სწორედ „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტის ფარგლებში გამოიცემა. შესაბამისად, „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი“ ხარ ამ მხრივაც მნიშვნელოვანი ღირებულების მატარებელია.

„მძიმე დროება“ დიკენსის მეათე ნოველაა. ის პირველად 1854 წელს გამოქვეყნდა. მწერალმა ნაწარმოებში მისთვის დამახასიათებელი მხატვრული ნიჭითა და სატირით წარმოაჩინა ვიქტორიანული ინგლისის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. დიკენსს განსაკუთრებით ხაზი აქვს გასმული ინდუსტრიალიზაციისა და უტილიტარიზმის გავლენებზე.

მთავარი პერსონაჟების მეშვეობით მწერალმა დასვა ისეთი საკითხები, როგორიცაა ინდუსტრიალიზაციის მიერ ადამიანების დეჰუმანიზება, კონფლიქტი უტილიტარისტულ ფილოსოფიასა და ადამიანის ემოციებს შორის, უთანასწორობა სოციალურ კლასებს შორის და ემპათიის მნიშვნელობა საზოგადოებაში.

  • ჯეინ ოსტინი - „ემა“

ინგლისელი მწერალი, რომანისტი, ინგლისური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ჯეინ ოსტინი 6 ძირითადი რომანით არის ცნობილი. მას მოიხსენიებენ, როგორც სენტიმენტალიზმის სკოლის უბადლო წარმომადგენლად ასევე ინგლისური რეალიზმის წინამორბედად.

მისი „ემა“ ახალგაზრდა ემა ვუდაჰაუსის ამბავს მოგვითხრობს, რომლის ცხოვრებაშიც ახალი საზრუნავი იჩენს თავს.

R