ავტორი:

რა მოხდა ღაზაში, ჰუმანიტარული განაწილების პუნქტში -ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 107 ადამიანია დაღუპული

რა მოხდა ღაზაში, ჰუმანიტარული განაწილების პუნქტში -ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 107 ადამიანია დაღუპული

ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტში ისრაელმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგად სულ მცირე 107 ადამიანი დაიღუპა.

  • ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჩრდილოეთ ღაზაში შეკრებილი პალესტინელების უმეტესობა ჭყლეტის შედეგად დაიღუპა და სამხედროებმა ცეცხლი მხოლოდ იმ ადამიანების მიმართულებით გახსნეს, რომლებიც ჯარისკაცებს საფრთხეს უქმნიდნენ, რის შედეგად 10-ზე ნაკლები ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა, დრონით გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ეხვევა ათასობით ადამიანი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ მანქანებს.

"ვგმობთ სამარცხვინო ხოცვა-ჟლეტას, რომელიც ისრაელის საოკუპაციო არმიის მიერ დღეს დილით, იმ ხალხის წინააღმდეგ განხორციელდა, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას ნაბულსის შემოვლით გზაზე ელოდნენ“, - აცხადებს პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის ოფისი.

"ჰამასმა“ განაცხადა, რომ ინციდენტმა შესაძლოა მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლა გამოიწვიოს.