5 მიზეზი, რატომ უნდა წაიკითხოთ ფრედრიკ ბაკმანის „აქ იყო ბრიტ-მარი“

5 მიზეზი, რატომ უნდა წაიკითხოთ ფრედრიკ ბაკმანის „აქ იყო ბრიტ-მარი“

ბრიტ-მარი შესანიშნავი დიასახლისია, აღმერთებს წესრიგს: ყოველთვის საღამოს ექვს საათზე ვახშმობს, რადგან, მისი აზრით, ყველა წესიერი კაცი სწორედ ამ დროს ვახშმობს; დილითაც ექვს საათზე დგება, რადგან მხოლოდ სულელები დგებიან უფრო გვიან, და მტკიცედ სჯერა, რომ სოდაზე კარგი სარეცხი საშუალება ამქვეყნად არ გამოუგონებიათ; სანაქებოდ უვლის ქმარსა და მის ორ შვილს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც, 40-წლიანი ქორწინების შემდგომ, აღმოაჩენს, რომ ქმარს „სხვა ქალი“ ჰყავს. და ოჯახიდან მიდის. ბედი გაუღიმებს, მუშაობას ერთ მივარდნილ პატარა ქალაქში იწყებს და იქვე ბინავდება... სულ ცოტა ხანში ბრიტ-მარი მიხვდება, რომ ამ ქალაქში, სადაც უცნაური, ცოტა შერეკილი ხალხიღა შემორჩენილა, იპოვა თავისი ადგილი და, რაც მთავარია, ბედნიერება.

ეს მოკლედ ფრედრიკ ბაკმანის ბესტსელერი რომანის შესახებ. ახლა კი გაგიზიარებთ მიზეზებს, თუ რატომ უნდა წაიკითხოთ „აქ იყო ბრიტ-მარი“.

  • ბაკმანის სტილი და ენა მხიარულია. მისი ნაშრომები ყოველთვის სავსეა იუმორითა და სარკაზმით. ზოგიერთი აბზაცის წაკითხვის შემდეგ, შეიძლება ხმამაღლაც კი იცინოთ. და საინტერესოა, რომ ასე იქცევიან მისი პერსონაჟებიც.
  • „აქ იყო ბრიტ-მარი“ პერსონაჟზე ორიენტირებული, საკუთარი თავის ძიებისა და თვითგამორკვევის ისტორიაა. მთავარი გმირი ზღვარს ავლებს იმას შორის, რაც საკუთარი სურვილით ხდება და რასაც გარემოებები აიძულებენ. მისი კითხვის დროს მკითხველიც პოულობს ძალას, რომ დაიწყოს ახალი ცხოვრება. ადამიანებს აძლევს ძალასა და გამბედაობას, რომ ამბებსა ახალი პერსპექტივით შეხედონ, უპასუხონ კითხვებს, გაარკვიონ სიმართლე და იარონ წინ.
  • წიგნში გადმოცემული ამბავი განსაკუთრებულად თანმიმდევრულია. ბაკმანი თხრობის დიდოსტატია. ის ამბავს ისე გადმოსცემს, რომ არ ირღვევა ჯაჭვი და ისტორია მთელი თავისი ემოციებითა და განცდებით მიაქვს მკითხველამდე.
  • ბაკმანს ხშირად ახასიათებენ, როგორც ავტორს, რომელიც ყურადღებით აკვირდება საზოგადოებას, კარგად ესმის ადამიანების და მათ სათქმელს გადმოსცემს.
  • ბაკმანის ბესტსელერი რომანის მიხედვით გადაღებულია ფილმიც, რომელიც 2019 წელს გამოჩნდა ეკრანებზე.

რომანის „აქ იყო ბრიტ-მარი“ უკვე ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია. გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ბესტსელერი რომანი ქართულ ენაზე თარგმნა და მისი შეძენა უკვე შესაძლებელია პროექტის „წლის ბესტსელერი“ ფარგლებში.

R