ავტორი:

გაგლოევმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დაზვერვის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

გაგლოევმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დაზვერვის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტმა“, ალან გაგლოევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ალექსეი ვარზიევის ე.წ. საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერის „განკარგულებით“, სამსახურის უფროსის მოვალეობების შესრულება ვარზიევის „მოადგილეს“ ანდრეი გაგლოევს დაეკისრა.

რუსეთის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის რეზერვის პოლკოვნიკი, ალექსეი ვარზიევი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დაზვერვას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. 2023 წლის ოქტომბერში ვარზიევმა სააგენტო „რესსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო „არ აპირებს უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების საკუთარ შემადგენლობაში დაბრუნების რევანშისტურ იდეაზე“.