ავტორი:

"ტესლას“, "პრადოს“, "ლენდ კრუიზერის“ მფლობელები ყიდულობენ ტაქსის A კატეგორიის ლიცენზიას, რათა ბასლაინებზე იარონ"

"ტესლას“, "პრადოს“, "ლენდ კრუიზერის“ მფლობელები ყიდულობენ ტაქსის A კატეგორიის ლიცენზიას, რათა ბასლაინებზე იარონ"

"ტესლას“, "პრადოს“, "ლენდ კრუიზერის“ მფლობელები ყიდულობენ ტაქსის A კატეგორიის ლიცენზიას, რათა ბასლაინებზე იარონ“ - ამის შესახებ რადიო "პალიტრის გადაცემაში "თქვენი დრო“ ტაქსის მძღოლმა და აქტივისტმა ზურაბ ბუნტურმა განაცხადა.

მისი თქმით, ტაქსის ინდუსტრიას საქართველოში მრავალი პრობლემა აქვს, რომელიც გამოხატულია როგორც მუნიციპალურ, ისე სააპლიკაციო დონეზე.

ბუნტური ამბობს, რომ "ტესლას“, "პრადოს“ და სხვა ძვირა ღირებული მანქანების მფლობელები ყიდულობენ ტაქსის A კატეგორიის ლიცენზიას, რათა ბასლაინებზე იარონ“.

"ისეთი ძვირად ღირებული მანქანების მფლობელები, როგორიცაა "ტესლა“, "პრადო“, "ლენდ კრუიზერი“ და სხვა მრავალი ავტომობილები, რომელთა ღირებულებაც 10 000 დოლარს აჭარბებს, ყიდულობენ A კატეგორიის ლიცენზიებს, რათა ბასლაინზე გადაადგილდნენ. პოლიციას კი არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა მათგანი შეამოწმონ, შესაბამისად, ეს ყველაფერი უკონტროლო სახეს იღებს“, - განაცხადა ზურაბ ბუნტურმა რადიოგადაცემის ეთერში. გააგრძელეთ კითხვა