ავტორი:

"გული მიგრძნობს, არჩილ თალაკვაძეს ვიხილავთ ჯანდაცვის მინისტრად, ჩემი აზრით, თალაკვაძე არ იქნება ცუდი მინისტრი" - ალეკო ელისაშვილი

"გული მიგრძნობს, არჩილ თალაკვაძეს ვიხილავთ ჯანდაცვის მინისტრად, ჩემი აზრით, თალაკვაძე არ იქნება ცუდი მინისტრი" - ალეკო ელისაშვილი

მე რომ კანონპროექტს ვამზადებ, მათ არ ვეძახი, ან ისინი რომ ამზადებენ არავის ეძახიან, თვითონ ამზადებენ და აინიცირებენ კანონპროექტს - რაღაც დებილობა მოიგონეს, ღმერთმა ხელი მოუმართონ თვიანთ სისულელეებში და გაიტანონ ბოლომდე, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეებისთვის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივასა და უმრავლესობის შეთავაზებას, რომ ოპოზიციამ მიიღოს მონაწილეობა საკანონმდებლო ინიციატივაზე ნორმების და წინადადებების შემუშავებაში.

როგორც ელისაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, ქვეყანაში სხვა რეალურ პრობლემებია, რომლებიც უფრო აწუხებს.

"რაღაც სისულელე მოიგონეს. მე რომ კანონპროექტს ვამზადებ მათ არ ვეძახი, ან ისინი რომ ამზადებენ არავის ეძახიან, თვითონ ამზადებენ და აინიცირებენ კანონპროექტს. ეს რომელი წესით არის, რომ ოპოზიციას ეძახიან? ინკლუზიურობა უზრუნველყონ იმ საკითხებში, რომელიც ითხოვს ინკლუზიურობას, ისეთ საკითხებზე, სადაც ოპოზიცია უნდა იყოს ჩართული. რაღაც დებილობა მოიგონეს, ღმერთმა ხელი მოუმართონ თვიანთ სისულელეებში და გაიტანონ ბოლომდე.

მდინარაძე დავით აღმაშენებელი ან ნიკო ნიკოლაძე არ მყავდეს. თვითონ იყოს იმ ღირებულებების მხარეს. დააინიციირონ, მხარიც დაუჭირონ, მხარზეც გადაიკიდონ ეს კანონი და ამ კანონით იარონ. სხვა რეალურ პრობლემებს ვხედავ ამ ქვეყანაში, რომელიც ძალიან მაწუხებს და მადარდებს და რა ის სისულელეები, რომელსაც "ქართული ოცნება“ იგონებს“,- განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილმა "გირჩის“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ კანონპროექტს პარტია დაუჭერს მხარს, თუ კანონპროექტში ჩაიწერება - "ძალადობრივ დანაშაულზე აუცილებელია დაზარალებულის მხარის თანხმობა, რომ ადამიანი ციხიდან გამოუშვან“.

"ჩვენ, რაზეც შენიშვნა მივეცით და რაც გაითვალისწინეს არის ის, რომ როგორც საპროცესო შეთანხმებაში ხდება ისე გავაკეთოთ ძალადობრივი დანაშაულზე. რადგანაც ციხეში ეს ამნისტიის მუხლები უნდა გავრცელდეს ადამიანებზე, რომლებიც ძალადობრივი დანაშაულის გამო იხდიან სასჯელს.

როგორც საპროცესო შეთანხმების დროს მხარეები თუ არ თანხმდებიან, დაზარებული მხარე თუ არ არის შეთანხმების მომხრე, მაშინ არანაირი შეთანხმება არ დადგება. ჩვენ ვუთხარით, რომ ამნისტიის პროექტს დავუჭერთ მხარს თუ ჩავწერთ, რომ ძალადობრივ დანაშაულზე აუცილებელია დაზარალებულის მხარის თანხმობა, რომ ადამიანი ციხიდან გამოუშვან“,- განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილმა მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის კადრი იყო და ამიტომ მოხდა მისი გათავისუფლება.

მისი მოსაზრებით, თუ ჯანდაცვის მინისტრის პოსტს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ქართული ოცნების“ დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე დაიკავებს , "ცუდი მინისტრი არ იქნება“.

"ღარიბაშვილის კადრი იყო აზარაშვილი. გული მიგრძნობს არჩილ თალაკვაძეს ვიხილავთ ჯანდაცვის მინისტრად. ჩემი აზრით, თალაკვაძე არ იქნება ცუდი მინისტრი. მე თალაკვაძესთან მაშინ მქონდა შეხება, როდესაც ის იყო სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე და მე ვიყავი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე. მაშინ რამდენიმე თვე ვიმუშავეთ შეწყალების დებულებაზე. ყოველთვის ძალიან მომზადებული მოდიოდა და ძალიან სასიამოვნო იყო ეს სამუშაო პროცესი. აშკარად ესმის ეს საკითხები, რადგან როდესაც სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე იყო ხელმძღვანელობდა სამედიცინო მიმართულებას, ახლა რომ ციხეებში უკეთესი სამედიცინო სერვისია, თალაკვაძის დამსახურებაა. თუ თალაკვაძე იქნება ჯანდაცვის მინისტრი, ცუდი მინისტრი არ უნდა იყოს. ეს სისტემა და ეს პრობლემები ესმის”,- აღნიშნა მან.

ამასთან, ელისაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მესამე პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაზეც ისაუბრა.

"შეუძლებელია, ვერ შეიწყალებს სააკაშვილს. შეიწყალებს და იმ წამსვე დაიჭერენ. 15 წუთი უნდა. სააკაშვილი რომ გამოუშვან "ვივამედის“ ფოიეში დახვდება პოლიცია და ისევ "ვივამედში“ კი არ წაიყვანენ, წაიყვანენ გლდანის ციხეში. ვინც ფიქრობს, რომ ამ მოცემულობაში სააკაშვილის შეწყალება შესაძლებელია, ან ამ ფიქრს უნდა მოეშვან, ან ნუ აწვალებენ სააკაშვილს, რომელსაც შეწყალების იმედი აქვს“, - განაცხადა ელისაშვილმა.