ავტორი:

პრეზიდენტის, პრემიერისა და მინისტრების ხელფასი შესაძლოა, გაიზარდოს - რამდენი შეიძლება გახდეს მათი თანამდებობრივი სარგო

პრეზიდენტის, პრემიერისა და მინისტრების ხელფასი შესაძლოა, გაიზარდოს - რამდენი შეიძლება გახდეს მათი თანამდებობრივი სარგო

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს შესაძლოა, თანამდებობრივი სარგო გაეზარდოთ. აღნიშნულს “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომლის ავტორებიც “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.

პროექტის თანახმად, ცვლილება შეეხება პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს/სახელმწიფო მინისტრს, მათ პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მთავრობის თავმჯდომარეს და მათ მოადგილეებს.

კანონში დაგეგმილი ცვლილებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგოს კონკრეტული კოეფიციენტები დგინდება. წაიკითხეთ ვრცლად