ავტორი:

იტალიაში 49 წლის ქართველის მკვლელობისთვის ჩვენივე თანამემამულეა დაკავებული - რას წერს ადგილობრივი მედია?

იტალიაში 49 წლის ქართველის მკვლელობისთვის ჩვენივე თანამემამულეა დაკავებული - რას წერს ადგილობრივი მედია?

იტალიის ქალაქ სალერნოში, ქუჩაში მომხდარი ქართველების ჩხუბი მკვლელობით დასრულდა. 49 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაცვალა. იტალიის პოლიციამ მოკლულის თანამემამულე დააკავა.

როგორც იტალიური მედია წერს, მკვლელობა დაკავებულსა და მსხვერპლს შორის პირადი უთანხმოების შედეგად წარმოშობილი ძალადობრივი კამათის შემდეგ მოხდა.

გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ჩხუბის რამდენიმე თვითმხილველი, რომელთა თქმით, კამათი ქუჩაში დაიწყო და მსხვერპლს თანამემამულემ ორი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

დანაშაულის სავარაუდო ჩამდენის იდენტიფიცირება პოლიციის მიერ ღამით ჩატარებული ტექნიკური გამოძიების საფუძველზე მოხდა, რის მერეც ბრალდებული დააკავეს. როგორც იტალიური მედია იტყობინება, მან დაკითხვისას ჩხუბში მონაწილეობა და მკვლელობა აღიარა.