ავტორი:

"საცხობში შევედით და დაგვესივნენ ორკები, ყვირილით და გინებით" - ნატა ფერაძის თქმით, სოფელ დიღომში თავს დაესხნენ

"საცხობში შევედით და დაგვესივნენ ორკები, ყვირილით და გინებით" - ნატა ფერაძის თქმით, სოფელ დიღომში თავს დაესხნენ

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე აცხადებს, რომ თავს დაესხნენ. მისი თქმით, ის ახლა პოლიციაში იმყოფება.

როგორც ის აღნიშნავს, ადამიანები, რომლებიც თავს დაესხნენ, კადრებს ტელეფონით თავად იღებდნენ.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ პოლიცია ვიდეოკამერის ჩანაწერებს გადაამოწმებს.

"სოფელ დიღმის პოლიციაში ვარ, საცხობში შევედით ღვეზელის საყიდლად, დაგვესივნენ ორკები ყვირილით და გინებით, გვაიძულეს გამოგვესწრო უსაფრთხოდ.

თავად იღებდნენ ტელეფონით, არ გავრისკე ტელეფონის ამოღება.

იმედია პოლიცია ამოიღებს ვიდეოთვალის ჩანაწერებს და იქონიებს რეაგირებას“, - წერს ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში.