ქალი ავტორები, რომელთა ნაწარმოებებიც მარტში აუცილებლად უნდა შეიძინოთ

ქალი ავტორები, რომელთა ნაწარმოებებიც მარტში აუცილებლად უნდა შეიძინოთ

მარტი ქალების თვეა. ამ დროს ქალი ავტორების წიგნები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ის საუკეთესო საჩუქარია ყველასთვის. სწორედ ქალების დღესასწაულებთან დაკავშირებით გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ წიგნებზე საგაზაფხულო აქციები დაიწყო. ქალი ავტორების გამოცემების შეძენა 30-50%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი.

„პალიტრა L-ის“ გამორჩეული სერია „ცხოვრება ქალების კალმით“ 16 წიგნს აერთიანებს. ავტორებს შორის არიან როგორც უცხოელი, ისე ქართველი კლასიკოსი და თანამედროვე მწერლები. მათ შორისაა: აგატა კრისტი, ენ ბრონტე, ემილი ბრონტე, ამელი ნოტომი, ეკატერინე გაბაშვილი, ანა მხეიძე, ელიფ შაფაქი, ჯეინ ოსტინი და სხვა.

დეტექტივების დედოფლად აღიარებული აგათა კრისტის ცხოვრება ისეთივე საინტერესოა, როგორც მისი შემოქმედება. ის სავსეა საინტერესო და იდუმალი ფაქტებით, ჩახლართული ამბებით. სწორედ ეს დაეხმარა აგათას გამხდარიყო მსოფლიო ბესტსელერების ავტორი და ისტორიაში სხვადასხვა ნიშნით შესულიყო. საინტერესოა, რომ მწერალს დისგრაფია სჭირდა, მას არ შეეძლო ტექსტის ჩაწერა. ამიტომ მისი ყველა წიგნი კარნახითაა დაწერილი.

ტონი მორისონი გახლავთ ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი და ესეისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. დაიბადა აფრო-ამერიკელ, აშშ-ის სამხრეთი შტატებიდან გადასახლებულ მუშათა ოჯახში. ტონი მორისონის ლიტერატურული კარიერა დაიწყო რომან „ყველაზე ცისფერი თვალები“ გამოქვეყნებით, სადაც მოთხრობილია ახალგაზრდა შავკანიანი გოგონას მძიმე ბედი. რასობრივი ჩაგვრის თემებმა მომავალი განვითარება ნახეს რომანში „სოლომონის სიმღერა“, რომლის ცენტრში გმირის მიერ საკუთარი „მეს“ ძიება და გააზრებაა. რომანი გარდაიქმნა კულტურულ მითად და აფროამერიკული ისტორიის სათავედ. მისი ნაწარმოებები თანამიმდევრულად აღწერს აფრო-ამერიკელების ისტორიის მთავარ ეტაპებს: მონობის ეპოქა, სამოქალაქო ომი, სამოქალაქო უფლებებისათვის მოძრაობის პერიოდი. ფოლკლორისა და მითოლოგიის მითითებები, ტრაგიკული და კომიკური ფანტასტიკისა და რეალობის მუდმივი შერევა ტონი მორისონის შემოქმედების მთავარი მახასიათებლებია.

ამელი ნოტომი გამორჩეული ავტორია როგორც თავისი ცხოვრებით, ისე შემოქმედებით. ის თანამედროვე ფრანგულენოვანი ბელგიელი მწერალია. მამა, ბარონი პატრიკ ნოტომი, ბელგიის ელჩი იყო რომში და ხშირად უხდებოდა მოგზაურობა. ამიტომ ამელი პატარაობიდანვე მოგზაურობდა იაპონიაში, ჩინეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლაოსსა და ბანგლადეშში. საინტერესოა, რომ 1992 წლიდან ყოველწლიურად თითო რომანს აქვეყნებს. ამელი ნოტომი ცნობილია თავისი ექსტრავაგანტურობით, რომელიც მის სავიზიტო ბარათადაც კი იქცა. 1984 წელს 17 წლის ამელი პირველად ჩადის თავის სამშობლოში, ბელგიაში და ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში რომანული ფილოლოგიის შესწავლას იწყებს. 1992 წელს აქვეყნებს თავის პირველ რომანს, „მკვლელის ჰიგიენას“. აქედან იწყება ნოტომის წარმატებული ლიტერატურული კარიერა. როგორც თავად ამბობს, იგი დღეში 4 საათს უთმობს წერას და წელიწადში 3 რომანს წერს, თუმცა აქედან მხოლოდ ერთს აქვეყნებს, რადგან დანარჩენები ზედმეტად პირადულია. ნოტომის სტილი საკმაოდ დახვეწილი და პედანტურიც კია. ახასიათებს ცოცხალი ტონი, ზუსტი ლექსიკა, ორიგინალური სიუჟეტები. განსაკუთრებით ცნობილია მისი გადაჭარბებული პორტრეტები. მისი პერსონაჟები პოლარულად განსხვავდებიან - ზოგი მშვენიერია, ზოგი კი — უკიდურესად მახინჯი.

თამრი ფხაკაძე გამორჩეული თანამედროვე ქართველი ქალი ავტორია. ის გახლავთ მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, დრამატურგი და სცენარისტი. თამრი ქართულ სამწერლობო ასპარეზზე 2000-ანი წლების დასაწყისში გამოჩნდა და მას შემდეგ მკითხველს აქტიურად ანებივრებს რომანებითა თუ საბავშვო მოთხრობებით, პიესებითა თუ სცენარებით. მწერალს მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული ჯილდო და პრემია. მათ შორისაა „საბა“. ის ასევე წარდგენილი იყო ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე.

სალომე ბენიძე მკითხველის რჩეული ახალგაზრდა ქართველი მწერალია. მას დაწერილი აქვს პროზაული კრებულები "ქალაქი წყალზე", "ამბავი უძინართა" და სხვა. "ქალაქი წყალზე" არის წიგნი ქალებზე, რომლებიც ერთ ქალაქში ცხოვრობენ, ერთმანეთთან არაფერი არ აკავშირებთ და მაინც უამრავი საერთო აქვთ. შვიდი ქალი - ლიდია, ეფი, ილარია, ელენა, კატარინა, მარია და, ბოლოს, ანა-ულრიკე - შვიდი დაუვიწყარი და შთამაგონებელი ამბავია სიყვარულზე, იმედზე, გამძლეობასა და გამბედაობაზე, ანუ იმ ყველაფერზე, რაც აძლევს მათ ძალას, ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც კი გააგრძელონ გზა და იარონ მასზე კვლავ სიყვარულით, თავდაჯერებულად და, რაც მთავარია, საკუთარი განუმეორებლობის შეგრძნებით.

ნაირა გელაშვილის შემოქმედება მოიცავს პროზას, პოეზიას, ლიტერატურულ კრიტიკასა და კვლევას, საზოგადოებრივი და გარემოსდაცვითი შინაარსის პუბლიცისტიკას, საბავშვო ლიტერატურას, პოეტური ნაწარმოებებისა და ლიტერატურულ-ფილოსოფიურ-თეოლოგიური თხზულებების თარგმანს გერმანულიდან და რუსულიდან, საბავშვო სიმღერებსა და საბავშვო მუსიკას.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისი რომანი „პირველი ორი წრისა და ყველა სხვა“, რომელიც მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ნაწარმოებია და მასში მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ისტორიული სინამდვილის სიღრმისეული ანალიზია მოცემული. რომანი 1992-1994 წლებში დაწერა. თუმცა 2008 წელს საბოლოო რედაქცია გაუკეთა და რამდენიმე პასაჟი დაამატა. პირველად რომანი 2009 წელს გამოიცა და კრიტიკოსებმა ის შეაფასეს როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების მხატვრული გააზრებისა და შეფასების უაღრესად წარმატებული მცდელობა.

“პალიტრა L” მკითხველს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ ფასდაკლებით და გაიხსენონ უკვე კარგად ნაცნობი ნაწარმოებები და გაცინონ მათთვის ახალი ავტორები.

R