ავტორი:

"ამაყი დედა ვარ, რადგან ტასუნა დამოუკიდებლად ცხოვრობს ინგლისში და მუშაობს ერთ-ერთ კაფეში" - რას ამბობს სალომე ღვინიაშვილი ქალიშვილზე, რომელიც დედის ასლია

"ამაყი დედა ვარ, რადგან ტასუნა დამოუკიდებლად ცხოვრობს ინგლისში და მუშაობს ერთ-ერთ კაფეში" - რას ამბობს სალომე ღვინიაშვილი ქალიშვილზე, რომელიც დედის ასლია

მოდელი და პრაიმშოუს ერთ-ერთი წამყვანი სალომე ღვინიაშვილი გადაცემაში საკუთარ ქალიშვილთან, ყველაზე უმცროს ნიტა ხიზანიშვილთან ერთად მივიდა. გადაცემის თემა დედა-შვილის ურთიერთობა იყო, რა დროსაც სალომემ უფროს ქალიშვილზე, ტასუნაზე ისაუბრა, რომელიც ახლა დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს

"ჩვენთან ოჯახში ორი თინეიჯერია, უფროსი დათუნა გადასცდა უკვე ამ ასაკს. ტასუნა და ნიტა არიან თინეიჯერები. ტასუნა ამჟამად დამოუკიდებლად ცხოვრობს ინგლისში, სწავლობს და მუშაობს ერთ-ერთ კაფეში. ასევე კვირაში ერთი დღე ბავშვები ფსიქოლოგიაში უნდა მოამზადოს. მოკლედ, ძალიან ამაყი დედა ვარ” – ამბობს სალომე ღვინიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი წლებია, რაც დაქორწინებულები არიან. სალომესთვის ეს მეორე ქორწინებაა. ულამაზეს მოდელს და ტელეწამყვანს პირველი ქორწინებიდან 21 წლის ვაჟი, დათუნა აბულაძე ჰყავს. სალომე და ზურა ორ საერთო ქალიშვილს ზრდის. ტასო 16 წლის არის, ნიტა - 14-ის.

ნახეთ ასევე: