ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი შეუერთდა

ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი შეუერთდა

"ახალის“ სახელით ცნობილ ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი შეუერთდა. ამის თაობაზე ნიკა გვარამიამ სოციალური ქსელით გაავრცელა ერთობლივი ფოტო მინაწერით: "გამარჯობა ახალო“.

შეგახსენებთ, მაია კოპალეიშვილს მრავალწლიანი სამოსამართლო გამოცდილება აქვს. იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მისამართლე და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

მუშაობდა საჯარო სექტორში, იუსტიციისა და განათლების მინისტრების მოადგილის პოზიციაზე.

ის წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც სალომე ზურაბიშილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო - სასამართლომ პრეზიდენტის უცხოურ ვიზიტებში მთავარობის ნებართვის გარეშე წასვლა კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნია, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტში საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა.