UFC 299-ის მთავარ შეხვედრაში, სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონი შონ ო’მალი და მარლონ "ჩიტო“ ვერა დაუპირისპირდნენ. ქართველი გულშემატკივრისთვის კი ეს ბრძოლა იმით იყო საინტერესო, რომ მერაბ დვალიშვილის მომავალი მოწინააღმდეგე უნდა გარკვეულიყო.
5-რაუნდიან ბრძოლაში შონ ო’მალიმ უმაღლესი დონის გამოსვლა აჩვენა და "ჩიტო“ გამანადგურებლად დაამარცხა.
ო’მალის საბრძოლო ინტელექტით დარბაზი და UFC-ის კომენტატორები აღფრთოვანებულები იყვნენ. გამარჯვების შემდეგ კომენტატორმა, ჯო როგანმა ო’მალის ჰკითხა, თუ ვისთან ბრძოლა სურდა შემდეგში, რაზეც შონმა UFC-ის პრეზიდენტს, დანა ვაითს მიმართა, უთხრა, გაემზადებინა კერძო თვითმფრინავი, რადგან ესპანეთში ჩაფრინდეს და იქ ილია თოფურიას შეხვდეს.
ო’მალიმ ისიც თქვა, რომ თუ ხალხს სურს, რომ მერაბს დაუპირისპირდეს, მერაბს შეხვდება, თუმცა "შაქარს“ "მატადორთან“ სურს ბრძოლის ჩატარება.
"გაამზადე თვითმფრინავი ესპანეთში წასასვლელად, მე ილია თოფურიასთან ბრძოლა მსურს", - თქვა შონმა.
ნახეთ ასევე: