ავტორი:

მთავრობა რამდენიმე ათას სტუდენტს საჯარო და კერძო სტრუქტურებში ანაზღაურებად სტაჟირებას ჰპირდება - რა განაცხადა პრემიერმა

მთავრობა რამდენიმე ათას სტუდენტს საჯარო და კერძო სტრუქტურებში ანაზღაურებად სტაჟირებას ჰპირდება - რა განაცხადა პრემიერმა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა რამდენიმე ათას სტუდენტს საშუალებას მისცემს, რომ რამდენიმე თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროს. როგორც კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, პირველივე საპილოტე წელს სისტემა უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და ამისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა.

"მინდა მადლობა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს პირველადი კონცეფციის მომზადებისთვის, რომელიც სტუდენტების ანაზღაურებად სტაჟირებას უკავშირდება. მინდა მოგახსენოთ, რომ უკვე უახლოეს დღეებში დავიწყებთ ფართო კონსულტაციებს, სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან იმისთვის, რომ ამ კონცეფციას მივცეთ საბოლოო სახე, რათა სისტემამ მაქსიმალურად ეფექტიანად იმოქმედოს.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მიზანია, შემოდგომიდან უკვე ავამოქმედოთ ეს სისტემა. მინიმუმ რამდენიმე ათას სტუდენტს უნდა მიეცეს ანაზღაურებადი რამდენიმე თვიანი სტაჟირების გავლის საშუალება, საჯარო და ასევე კერძო სტრუქტურებში თანამშრომლობის საფუძველზე. ჩვენ გვინდა, რომ ეს სისტემა მაქსიმალურად გამართული იყოს. რა თქმა უნდა, პირველი წელი იქნება პილოტირების, შევხედავთ, როგორ დაინერგება ეს სისტემა და შემდეგ მის გაუმჯობესებაზე ვიზრუნებთ.

თუმცა, იმისთვის, რომ პირველივე წელს სისტემა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, მნიშვნელოვანია სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა იმისთვის, რომ ამ სისტემას საბოლოო სახე ერთად მივცეთ“, -განაცხადა კობახიძემ.