ავტორი:

"სიბრაზისგან ლამის გული გამისკდეს... აბაშიძეზე ვიღაც ტიპი მოათრევდა ძაღლს, ავედევნე, ვერ დავეწიე" - რას წერს ეკა ხოფერია?

"სიბრაზისგან ლამის გული გამისკდეს... აბაშიძეზე ვიღაც ტიპი მოათრევდა ძაღლს, ავედევნე, ვერ დავეწიე" - რას წერს ეკა ხოფერია?

ჟურნალისტი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს აბაშიძეზე მომხდარი ფაქტის შესახებ, რომელმაც მისი აღშფოთება გამოიწვია.

მისი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა პატრონის მხრიდან ცხოველის უფლებების დარღვევას.

"აბაშიძეზე ვიღაც ტიპი მოათრევდა ძაღლს, ქაჩავდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, აგინებდა, ქაჩავდა.... წაარტყა. წარმონიდგენია, სახლში რა დღეში ყავს. ავედევნე, ვერ დავეწიე... მისი ძაღლი იყო, აი საშუალო ზომის მეტისი შავი ფერის. რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს, არ ვიცი. სიბრაზისგან ლამის გული გამისკდეს" - წერს ხოფერია.

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ შინაურ ცხოველთა მეპატრონეებისთვის კანონმდებლობა მკაცრდება. “ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობითა და ინიციატივით პარლამენტში “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი უკვე დაინიცირდა.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია და მას უმრავლესობის 24 დეპუტატი აწერს ხელს.

პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე და აპრობირებული მეთოდები ინერგება. ამასთან, შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, პროექტი მათი სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურის შემოღებას ითვალისწინებს.

ამასთანავე, კანონპროექტი მიზნად ისახავს შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში მოქმედი სუბიექტებისათვის: - ვეტერინარული დაწესებულება, თავშესაფარი, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფარი, ცხოველთა დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), საშენი, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება და რეალიზატორი - საქმიანობის სტანდარტების დადგენას.

კანონპროექტით წესრიგდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: - შინაურ ბინადარ ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვა, ევთანაზია, მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლება, რეალიზაციის პირობები, საარსებო გარემოს სტანდარტები.

ნახეთ ასევე: