ავტორი:

"საზღვარი გადავკვეთეთ, ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის გასათავისუფლებლად" - "თავისუფლების ლეგიონის" განცხადებით, უკრაინიდან რუსეთში შეიჭრნენ: რას აცხადებენ კრემლში

"საზღვარი გადავკვეთეთ,  ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის გასათავისუფლებლად" - "თავისუფლების ლეგიონის" განცხადებით, უკრაინიდან რუსეთში შეიჭრნენ: რას აცხადებენ კრემლში

უკრაინაში დაფუძნებული ჯგუფები, რომლებიც, კრემლის მოწინააღმდეგე რუსებისგან შედგება, აცხადებენ, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში შეიჭრნენ.

  • "საზღვარი გადავკვეთეთ, ჩვენს მიწას რეჟიმს სანტიმეტრობით წავართმევთ“, - წერს "რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ "ტელეგრამში".

პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ არ დაუშვებენ, პუტინმა რუსეთი სიცოცხლის ბოლომდე მართოს.

"ყველა ზომას მივმართავთ დიქტატურისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად, იმისთვის, რომ რუსებმა მშვიდად დაძინება შეძლონ და არ ეშინოდეთ", - ნათქვამია ლეგიონის განცხადებაში.

რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის ფაქტი დაადასტურა "ციმბირის ბატალიონმაც“. მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელი დივერსანტები რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას სამი მიმართულებით, ტანკებითა და ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით შეეცადნენ.

  • უწყების მტკიცებით, რუსეთის არმიამ, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან და სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფებთან ერთად, სახელმწიფო საზღვრის დარღვევა არ დაუშვა.

"რუსეთმა ჩაშალა კიევის რეჟიმის მცდელობა, შეჭრილიყო რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ტერიტორიაზე ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, "რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.