ავტორი:

ასლან ბჟანიას ე.წ. საპრეზიდენტო ავტოკოლონა ავარიაში მოყვა - ერთ-ერთ მანქანაში ბჟანიაც იმყოფებოდა

ასლან ბჟანიას ე.წ. საპრეზიდენტო ავტოკოლონა ავარიაში მოყვა - ერთ-ერთ მანქანაში ბჟანიაც იმყოფებოდა

ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. პრეზიდენტის საპრეზიდენტო ავტოკოლონა ავტოავარიაში მოყვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავცელებენ. „აფხაზური პორტალის“ ცნობით, შემთხვევის დროს ასლან ბჟანია ერთ-ერთ მანქანაში იმყოფებოდა. ის, სავარაუდოდ, არ დაშავებულა.

„პრეზიდენტის დაცვის მანქანა დაეჯახა გამლვლელ ავტომობილს. ეს გასაკვირია, რადგან ორივე ზოლი თავისუფალი იყო იმ მომენტში.

"საპრეზიდენტო კორტეჟისთვის კანონი დაწერილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ გზის ორივე სავალი ნაწილი თავისუფალი იყო, პრეზიდენტის მანქანამ მოახერხა და გამვლელ მანქანას დაეჯახა".

აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებაში ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.