ავტორი:

რა ხდება ამ წუთებში სამტრედიის ქუჩაზე, სადაც ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა (ფოტო/ვიდეო)

რა ხდება ამ წუთებში სამტრედიის ქუჩაზე, სადაც ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა (ფოტო/ვიდეო)

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მოხდა, რომელიც ამ დროისთვის არ ფუნქციონირებდა.

მათივე ინფორმაციით, მათ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შემთხვევის შედეგად ახლოს მიმდებარე კორპუსების მინებიც ჩაიმსხვრა. დაზიანებულია ავტომობილებიც.

კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილი გამოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები. შენობის მიმდებარე პერიმეტრი პოლიციას აქვს გადაკეტილი.

მომხდარის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

  • მასალაში გამოყენებულია სოციალურ ქსელში გაოქვეყნებული ფოტო და ვიდეო მასალა. ავტორი: რუსუდან ცომაია

იხილეთ ასევე: