ავტორი:

"არავინ დაშავებულა, გამოყვანილია ყველა მოქალაქე" - რას ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი

"არავინ დაშავებულა, გამოყვანილია ყველა მოქალაქე" - რას ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი

თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, სამტრედიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორპუსიდან, სადარბაზოებიდან და საცხოვრებელი ბინებიდან გამოყვანილია ყველა მოქალაქე.

“სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა კორპუსის პირველი სართულის აფეთქება. ფართი არის კომერციული, შიგნით მცხოვრებლები არ იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს კორპუსის დათვალიერება. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად კორპუსიდან, სადარბაზოებიდან და საცხოვრებელი ბინებიდან გამოყვანილია ყველა მოქალაქე. უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები”, - განაცხადა მუსელიანმა.

იხილეთ ასევე: