ავტორი:

საქართველოში M3 ჩიპის მქონე ახალი MacBook Air-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

საქართველოში M3 ჩიპის მქონე ახალი MacBook Air-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

15 მარტს საქართველოში Apple-ის ოფიციალურ პარტნიორებთან ინოვაციური M3 ჩიპით აღჭურვილი ახალი MacBook Air ლეპტოპების წინასწარი შეკვეთები დაიწყო.

ახალი პროდუქტი გამოირჩევა კიდევ უფრო დიდი სიმძლავრით და სიჩქარით, რომლის წყალობითაც მფლობელს ერთდროულად მრავალი აპლიკაციის გაშვება და ყველაზე რთული ამოცანების შესრულება შეეძლება.

MacBook Air არის ძალზე მსუბუქი და თხელი, მისი წაღება ყველგან შეგიძლიათ. იქიდან გამომდინარე რომ, ბატარეა 18 საათამდე მუშაობს, მთელი დღის განმავლობაში თქვენ არ დაგჭირდებათ კვების ადაპტერი.

Apple MacBook Air M3 მხარს უჭერს უახლეს Wi-Fi 6E სტანდარტს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს ექნება უსწრაფესი წვდომა Wi-Fi ქსელებზე და სიგნალს მიიღებს მინიმალური შეფერხებებით.

ახალი პროდუქტის კიდევ ერთი მახასიათებელი არის ორი გარე დისპლეის ერთდროულად დაკავშირების შესაძლებლობა. ამ უპირატესობას დააფასებს ყველა, ვინც მიჩვეულია პარალელურად რამდენიმე დავალებაზე მუშაობას და სჭირდება გაფართოებული სამუშაო სივრცე.

ახალი MacBook Air ხელმისაწვდომია ორი ზომით: პორტატული 13 დიუმიანი ვერსია მათთვის, ვისაც თან დააქვს საყვარელი ლეპტოპი და 15 დიუმიანი მოდელი მათთვის, ვისაც უფრო დიდი ეკრანი სჭირდება.

როგორც 13-იანი, ასევე 15 დიუმიანი მოდელები დამზადებულია გადამუშავებული ალუმინისგან და წარმოდგენილია ოთხ კლასიკურ ფერში: Silver, Space Gray, Starlight და Midnight. ამ უკანასკნელში გამოყენებულია საფარის დამუშავების ახალი ტექნოლოგია, რაც კორპუსს უფრო გამძლეს ხდის და მასზე თითის ანაბეჭდები შეუმჩნეველი რჩება.

Apple-ის ოფიციალურ პარტნიორებთან ახალი MacBook Air-ის გაყიდვების დაწყება 22 მარტს იგეგმება. მაგრამ 15 მარტიდან ყველას შეუძლია წინასწარ შეკვეთა, რათა იყვნენ ერთ-ერთი პირველები, რომლებიც მიიღებენ ამ მოწყობილობას.

წინასწარი შეკვეთის პერიოდში და გაყიდვების პირველი სამი დღის განმავლობაში მყიდველები თიბისი ბანკისგან მიიღებენ სპეციალურ შეთავაზებას - 12 თვიან უპროცენტო განვადებას. ეს ნიშნავს, იმას რომ 13 დიუმიანი დიაგონალის ეკრანის მქონე ახალი MacBook Air M3-ის შეძენა შესაძლებელია თვეში მხოლოდ 317 ლარიდან.

თუმცა, ეს შეთავაზება არ არის Apple-ის ოფიციალური პარტნიორებისგან შეძენის ერთადერთი უპირატესობა. Apple-ის ოფიციალური იმპორტიორისგან პროდუქტის შეძენით მყიდველი იღებს გარანტიას მწარმოებლისგან და საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ისარგებლოს ოფიციალური სერვისით საქართველოშ

თუ გჭირდებათ მძლავრი, თანამედროვე ლეპტოპი სამუშაოსა და ყოველდღიური ამოცანებისთვის, ახალი MacBook Air M3 ჩიპით გახდება თქვენი შეუცვლელი დამხმარე. არ გამოტოვოთ Apple-ის ოფიციალური პარტნიორების სპეციალური შეთავაზება, რათა თქვენმა შენაძენმა კიდევ უფრო მეტი დადებითი ემოციები მოგანიჭოთ.

Apple-ის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში:

iSpace, Alta, Elit Electronics, iTechnics, iPlus, iStore, Kontakt Home

R