18 მარტს „ბიბლუსის“ ფილიალებში „მხევლის წიგნის“ პერსონაჟები გიმასპინძლებენ და წიგნებით დაგასაჩუქრებენ

18 მარტს „ბიბლუსის“ ფილიალებში „მხევლის წიგნის“ პერსონაჟები გიმასპინძლებენ და წიგნებით დაგასაჩუქრებენ

ახალი სერიის ფარგლებში „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, მეორე ტომი - მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“ გამოიცა და 18 მარტიდან უკვე „ბიბლუსის“ მაღაზიებსა და პრესის გავრცელების ჯიხურებშია ხელმისაწვდომი.

აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით „ბიბლუსის“ სითი მოლის, ვაჟას, გლდანი მოლისა და გლდანი სითი მოლის ფილიალებში „მხევლის წიგნის“ პერსონაჟების ფორმაში გამოწყობილი გოგონები გიმასპინძლებენ და რომანით დაგასაჩუქრებენ.

„მხევლის წიგნის“ განახლებული გამოცემა ასევე „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. მისი სპეციალური ფასი 18 მარტიდან ერთი კვირის განმავლობაში 10 ლარი იქნება.

სერია „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ ერთგვარი გაგრძელებაა წარმატებული პროექტისა „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. ახალი სერიის პირველი გამოცემა არის ანე ფრანკი - „უკანა სახლი (დღიური წერილების სახით)“, რომელიც ასევე წიგნის მაღაზიებსა და „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

R