ავტორი:

"ბიჭის გვამი პოლიციამ ბოსტნეულის ბაღში იპოვა" - ჩინეთში 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის მისი სამი თანაკლასელი დააკავეს

"ბიჭის გვამი პოლიციამ ბოსტნეულის ბაღში იპოვა" - ჩინეთში 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის მისი სამი თანაკლასელი დააკავეს

ჩინეთის ქალაქ ჰანდანის ხელისუფლებამ სამი თინეიჯერი ბიჭი მათი თანაკლასელის სასტიკი მკვლელობის გამო დააკავა, იუწყება ადგილობრივი მედია. 13 წლის ბიჭის გვარად ვანგის გვამი პოლიციამ ბოსტნეულის ბაღში იპოვა.

ბავშვის მამის განცხადებით, მას სკოლაში აბულინგებდნენ. პოლიცია საქმეს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იძიებს.

სამივე ეჭვმიტანილი 14 წლამდე ასაკისაა. ჩინეთის კანონმდებლობით, 12 წელს გადაცილებული და 14 წლამდე ასაკის პირების სისხლისსამართლებრივი დევნა მაშინაა დაშვებული, თუ ამას უმაღლესი სახალხო პროკურატურა, ანუ ქვეყნის უმაღლესი პროკურატურა გადაწყვეტს.

  • ადგილობრივი მედიის ცნობით, მსხვერპლიც და მისი თანაკლასელებიც ე.წ. "მიტოვებული ბავშვები" არიან. ეს ტერმინი იმ ბავშვების აღსაწერად გამოიყენება, რომლებიც ბებიასთან და ბაბუასთან სოფლად ცხოვრობენ, მანამ, სანამ მათი მშობლები ქალაქებში მუშაობენ.

ამბავს სოციალურ ქსელებში ათიათასობით შეშფოთებული პოსტი მოჰყვა. "მთელი ქვეყანა თვალს ადევნებს ამ საქმეს. იმედია პოლიცია დანაშაულს სამართლიანად გამოიძიებს და დაზარალებულის ოჯახს დამაკმაყოფილებელ პასუხს გასცემს",- დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა კომენტარში, რომელმაც 50 000 მოწონება მიიღო. ბევრი გამოთქვამდა აზრს, რომ ეჭვმიტანილები ასაკის მიუხედავად მკაცრად უნდა დაისაჯონ.

გარდაცვლილი ბავშვის მამამ საჯაროდ გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, რომ მისი ვაჟი 10 მარტს ნაშუადღევს გაუჩინარდა. ხელისუფლების განცხადებით, ბიჭი სავარაუდოდ იმავე დღეს გარდაიცვალა.

"ჩემი შვილი 10 მარტს, შუადღის სამ საათზე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მთელი მისი ფული ანგარიშიდან 16:10 საათზე გადაირიცხა, ამის შემდეგ კი ტელეფონი საერთოდ გამოირთო",- თქვა მამამ. გარდაცვალებამდე ბიჭის საბანკო ანგარიშიდან 191 იუანი ($17) სამი კლასელიდან ერთ-ერთის ანგარიშზე გადაირიცხა.

პოლიცია ამ დრომდე იძიებს მკვლელობის მოტივს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა