ავტორი:

"საქართველო გახდება ალიანსის წევრი..." - სტოლტენბერგის მთავარი მესიჯები, შეხვედრა კობახიძესთან და ფოტოები მთავრობის ადმინისტრაციიდან

"საქართველო გახდება ალიანსის წევრი..." - სტოლტენბერგის მთავარი მესიჯები, შეხვედრა კობახიძესთან და ფოტოები მთავრობის ადმინისტრაციიდან

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოება როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატო-სთვის აქტუალური საკითხია.

როგორც ის განმარტავს, მათი მხარდაჭერით ზიანდება შავ ზღვაში რუსეთის დიდი ფლოტი.

"შავი ზღვის უსაფრთხოებაც აქტუალური საკითხია საქართველოსთვის, ისევე როგორც ნატო-სთვის. რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება პრინციპში შეფერხებული არის და ჩვენი მხარდაჭერით ზიანდება რუსეთის დიდი ფლოტი შავ ზღვაზე. უკრაინის წარმატებამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ეკონომიკა გაიზარდოს და გლობალური სურსათის მიწოდების ჯაჭვში მოხდეს აღდგენა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

  • ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო,- აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ამასთან, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველოში უნდა განხორციელდეს, გაგრძელდეს რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით.

"რამდენიმე დღის წინ, თურქული სამხედრო ბრიგადა ეწვია ბათუმს და შეხვდა ქართველ პარტნიორებს. ეს არის ერთ-ერთი იმის მაგალითი, თუ როგორ ვთანამშრომლობთ რეგიონში, ერთმანეთს ვუზიარებთ შესაძლებლობებს და ვუძლიერებთ პოტენციალს. ამით დასტურდება, რამდენად მნიშვნელოვანია ნატო-სთვის საქართველო. ეს მიმართულება გრძელდება უფრო ძლიერი და დემოკრატიული მიმართულებების უზრუნველსაყოფად, ინტეგრაციისთვის, მათ შორის ბუქარესტის გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო.

კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს, ევროპული საბჭოს მიერ გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში. ჩვენ ხელ და ხელ ვივლით წინ ნატო-ს მიმართულებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში უნდა განხორციელდეს, გაგრძელდეს ადგილობრივი რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მასპინძლობისთვის და პირადი ერთგულებისთვის ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, 17-19 მარტის პერიოდში, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს სტუმრობს.