ავტორი:

"ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაციის შედეგად, "ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაურია ლიკვიდირებული" - ისრაელის თავდაცვის ძალები

"ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაციის შედეგად, "ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაურია ლიკვიდირებული" - ისრაელის თავდაცვის ძალები

ალ-შიფას საავადმყოფოში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, "ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაურია ლიკვიდირებული. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

„ფაიკ მაბუჰი, რომელიც „ჰამასის“ შიდა უსაფრთხოების ძალების ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, შეიარაღებული იყო და ალ-შიფას საავადმყოფოს კომპლექსში იმალებოდა, საიდანაც ტერორისტულ საქმიანობას ახორციელებდა“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხედროებმა საავადმყოფოს ოთახებიდან იარაღი ამოიღეს.