ავტორი:

წუხელ ტეხასის შტატს უფლება მიეცა აღასრულოს ერთ-ერთი მკაცრი საიმიგრაციო კანონი - გამთენიისას კი გადაწყვეტილება შეიცვალა: რა ხდება მიგრანტებთან დაკავშირებით?

წუხელ ტეხასის შტატს უფლება მიეცა აღასრულოს ერთ-ერთი მკაცრი საიმიგრაციო კანონი - გამთენიისას კი გადაწყვეტილება შეიცვალა: რა ხდება მიგრანტებთან დაკავშირებით?

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტეხასის შტატს უფლება მისცა, აღასრულონ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი საიმიგრაციო კანონი, რომელიც ბოლო დროს მიიღეს.

  • ის პოლიციას საშუალებას აძლევს, დააკავოს და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს მექსიკის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ეჭვმიტანილი პირების მიმართ.

თეთრმა სახლმა კანონს არაკონსტიტუციური უწოდა.

აშშ-ის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთა უკვე ფედერალური დანაშაულია, მაგრამ საქმეები ჩვეულებრივ განიხილება სამოქალაქო კანონმდებლობით საიმიგრაციო სასამართლოებში.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ტეხასის SB4 კანონი საკამათო გახდა, ის არის, რომ სასამართლოს ძველი დადგენილებით მხოლოდ ფედერალურ მთავრობას შეუძლია აღასრულოს იმიგრაციის კანონები და არა ცალკეულ შტატებს.

SB4 ადგილობრივ პოლიციას უფლებამოსილებას აძლევს შეაჩეროს და დააკავოს ნებისმიერი ეჭვმიტანილი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში. სასჯელი მოიცავს თავისუფლების აღკვეთას ან 2000 დოლარამდე ფულად ჯარიმას.

სასჯელი მათთვის, ვინც ტეხასში არალეგალურად შევლენ შეერთებული შტატებიდან დეპორტაციის შემდეგ, გაცილებით მკაცრი იქნება - 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, რაც დამოკიდებულია პირის იმიგრაციის ისტორიასა და კრიმინალურ ისტორიაზე.

ამჟამად აშშ-ს ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში კანონმდებლობასთან დაკავშირებით დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა, პროცესის დასრულებამდე, ტეხასის შტატი დროებით თავისუფალი იქნება და შესაძლებლობა ექნება კანონმდებლობის ფარგლებში არალეგალი მიგრანტების დაკავება და დეპორტაცია დაიწყოს.

„კანონი არა მხოლოდ აქცევს ტეხასს ნაკლებად უსაფრთხოდ, არამედ დაამძიმებს სამართალდამცავ ორგანოებს და შექმნის ქაოსსა და დაბნეულობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა.

ამავდროულად, ტეხასის ადვოკატმა კენ პაქსტონმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდა "დიდი გამარჯვება" ბაიდენის ადმინისტრაციისა და ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირის (ACLU) წინააღმდეგ, რომლებმაც ასევე გააპროტესტეს კანონი სასამართლოში.

"როგორც ყოველთვის, მე მაქვს პატივი დავიცვა ტეხასი და მისი სუვერენიტეტი და მივიყვანოთ სასამართლოში გამარჯვებამდე“, - დაწერა მან სოციალურ მედია X-ში.

გარდა ფედერალური მთავრობის საზღვრის უსაფრთხოების უფლებამოსილების გადალახვისა, SB4-მა შეიძლება დააზიანოს ურთიერთობა მექსიკასთან, რომელიც ასევე გმობს კანონს.

  • თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ტეხასის საიმიგრაციო კანონის მოქმედება შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მექსიკის მთავრობამ განაცხადა, რომ ტეხასის შტატიდან მიგრანტების თავის ტერიტორიაზე დაბრუნებას არ დაუშვებდა.

წყარო

ნახეთ ასევე: