ავტორი:

"დღევანდელი მატჩის მოლოდინში" - პრემიერი შვილებთან ერთად: რას წერს ირაკლი კობახიძე?

"დღევანდელი მატჩის მოლოდინში" - პრემიერი შვილებთან ერთად: რას წერს ირაკლი კობახიძე?

დღეს სრულიად ქართული საზოგადოების ყურადღება დინამო არენასკენ იქნება მიმართული, სადაც საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში ლუქსემბურგს უმასპინძლებს.

მატჩის დაწყებამდე UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილი თოფურია სტადიონზე ჩემპიონის ქამარს წარადგენს. ის პრემიერის მოწვევით საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

მატჩის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა და დღეს ისე, როგორც არასდროს საქართველოს მოსახლეობა ერთიანია. უამრავი პოსტი იწერება სოციალურ ქსელში, სადაც ნაკრების ბიჭებს წარმატებებს უსურვებენ. მატჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაესწრება. ცოტა ხნის წინ ირაკლი კობახიძემ შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წერს: "დღევანდელი მატჩის მოლოდინში. წარმატებები ბიჭებს".