ავტორი:

ახმეტაში ქმარმა ცოლი დაჭრა

ახმეტაში ქმარმა ცოლი დაჭრა

ახმეტის მუნიციპალიტეტში ცოლის დანით დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე დააკავა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლს ჭრილობა დანით, ზურგის არეში მიაყენა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 11 პრიმა 19 119 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.