ავტორი:

"ასე ემზადება პუტინთან შესახვედრად..." - კრივში მოვარჯიშე მაკრონის ფოტოები და ფრანგების განსხვავებული რეაქციები: რატომ აკრიტიკებენ საფრანგეთის პრეზიდენტს?

"ასე ემზადება პუტინთან შესახვედრად..." - კრივში მოვარჯიშე მაკრონის ფოტოები და ფრანგების განსხვავებული რეაქციები: რატომ აკრიტიკებენ საფრანგეთის პრეზიდენტს?

ემანუელ მაკრონის ახალ ფოტოებს, რომელზეც კრივში მოვარჯიშე პრეზიდენტია ასახული, საფრანგეთში განსხვავებული რეაქციებიც მოჰყვა. სოციალური მედიის მომხმარებლებმა მალევე დაიწყეს მისი როკი ბალბოასთან შედარება, ზოგმა კი ფოტოებს ორაზროვანი უწოდა და პრეზიდენტი გააკრიტიკა.

• სულ ახლახანს მაკრონმა ევროპას მოუწოდა, არ გამოავლინონ სისუსტე რუსეთის მიმართ და დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ არ უნდა გამოირიცხოს დასავლეთის ძალების რუსეთში გაგზავნის შესაძლებლობა. მისივე განცხადებით, უკრაინაში, რაღაც მომენტში შესაძლოა, დასავლეთის სახმელეთო ოპერაციები საჭირო გახდეს.

ახალი ფოტოების გავრცელების შემდეგ ზოგმა იხუმრა, ასე ემზადება მაკრონი პუტინთან შესახვედრადო.

ქალთა ჟურნალმა Femme Actuelle-მა ფოტოები ასე აღწერა: " ბრიჯიტ მაკრონის ქმარი მიზანდასახული მზერით ვარჯიშობს და ისე გამოიყურება, თითქოს ოპონენტს უნდა შეებრძოლოს".

Dernière photo publiée
Au fou ! 😱😱😱 https://t.co/on9fdPuhx6 pic.twitter.com/flweHlGFwb
— Didier Maïsto (@DidierMaisto) March 20, 2024

ზოგმა შეშფოთება გამოხატა ფოტოების გამო. საფრანგეთის მწვანეთა დეპუტატმა სანდრინ რუსომ ერთ-ერთი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "პროგრესივიზმის დამარცხება და პოლიტიკური კომუნიკაციის სიღარიბე".

ჯონათან ბუშე-პეტერსენი კი წერდა, რომ ეს ფოტოები კომუნიკაციის შემაძრწუნებელი არჩევანი იყო და სასურველი იქნებოდა, რომ ეს ფოტო სოციალური მედიის მომხმარებლის თავხედური ხუმრობა ყოფილიყო.

ერიკ ანსო, ლოთარინგიის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი კი X-ზე წერდა, რომ ფოტოები "ნეოპოპულისტური სიძულვილის ნაწილია, რომელსაც დღეს ზოგიერთი ლიდერი ელტვის", მათ სათავეში კი ვლადიმერ პუტინი მოიხსენია.

როგორც თავად პრეზიდენტის მეუღლე გასულ წელს მიცემულ ინტერვიუში ყვებოდა, მაკრონი საკმაოდ სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს და ისიც გაამჟღავნა, რომ პრეზიდენტი კვირაში ორჯერ ვარჯიშობს კრივში.

წყარო: theguardian

ნახეთ ასევე: