ავტორი:

წვიმა, ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა - საქართველოში ამინდი გაუარესდება: უახლოესი დღეების პროგნოზი

წვიმა, ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა - საქართველოში ამინდი გაუარესდება: უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული საგენტოს ცნობით, 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა. სინოპტიკოსების პროგნოზით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში კი ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი.

"26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.