ავტორი:

"ახლა მედეაც ჩვენია და მოედანიც. თანატოსი ან ნიკე, სიკვდილი ან გამარჯვება!" - როგორ ეხმაურებიან სოცქსელებში საქართველო-საბერძნეთის მატჩს?

"ახლა მედეაც ჩვენია და მოედანიც. თანატოსი ან ნიკე, სიკვდილი ან გამარჯვება!" - როგორ ეხმაურებიან სოცქსელებში საქართველო-საბერძნეთის მატჩს?

დღეს, 26 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. საქართველოს ეროვნული ნაკრები "ერთა ლიგის" ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება. ამ მნიშვნელოვან დღეს სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი ახლავს, გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო გამოხმაურებას:

ლევან ბერძენიშვილი, პოლიტიკოსი:

"მაშინ მორალური უპირატესობა ჰქონდათ: ცხვარი, რომლის საწმისსაც ითხოვდნენ, საბერძნეთიდან იყო. მაშინ მედეაც მათი იყო. ახლა მედეაც ჩვენია და მოედანიც. თანატოსი ან ნიკე, სიკვდილი ან გამარჯვება!"

რატი ამაღლობელი, პოეტი:

"საფეხბურთო ლოცვ

დღეს ჩამოფრინდნენ არგონავტები.

ხომ შეიძლება ერთხელ დაგვრჩეს ოქროს საწმისი,

არავის გავატანოთ ის და ჩვენ თვითონ წავიღოთ ევროპაში, მსოფლიოში.

ახლა მედეას და მისი მამიდების ჯადოქრობა გვჭირდება და არა მისი ბრმა სიყვარული.

კოლხეთისა და იბერიის რაინდებო,

დაიცავით ოქროს საწმისი თქვენი გრძნეული

და გამიზნული გაბრიყვებისგან".

ნიკა მელია, პოლიტიკოსი:

"დღეს უნდა ახდეს ჩვენი 30 - წლიანი ოცნება, უნდა გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე, შანსი აღარაა, ეს შესაძლებლობაც ხელიდან გავუშვათ, წარმატებები ბიჭებს P.S. დღეს ვინც ტვ- ში და სოც.მედიაში პოლიტიკაზე ისაუბრებს - არჩევნებზე ბარიერი ვერ გადაელახოს".

კახა კალაძე, თბილისის მერი:

„დღეს, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ყველამ კარგად იცის, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ნაკრების წევრებისთვის და როგორ ელოდება ამას სრულიად საქართველო. მე, როგორც ყოფილი ფეხბურთელი და დღეს უკვე დედაქალაქის მერი, მოგმართავთ, ბიჭებო - გამარჯვებები და წარმატებები თქვენ! მინდორზე არცერთი მონაკვეთი არ უნდა დარჩეს უბრძოლველი. ყველა სანტიმეტრი, ყველა მეტრი უნდა იყოს მოგებული. დარწმუნებული ვარ, ამ სულისკვეთებითა და შემართებით, აუცილებლად გავიმარჯვებთ და დავდებთ იმ შედეგს, რასაც ქართველი გულშემატკივარი ამდენი წელია ელოდება“.

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"ოქროს საწმისი ბერძნებს მეგრელებმა გაატანეს და უკანაც მეგრელმა დაიბრუნოს".

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:

ფეხბურთის ბილეთის გარეშე დარჩენილებს "კამარაში" ჯგუფურ თერაპიაზე გელოდებათ ტრავმაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი Giorgio Tsotskolauri. გვექნება ღრიალის თერაპიაც. ჯგუფში თერაპიაზე ჩაწერილი არიან თავად კამარას თერაპევტების ნაწილიც".

იხილეთ ასევე: