ავტორი:

ავტოკატასტროფას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა: ამობრუნდა ავტობუსი, სადაც 55 მგზავრი იჯდა - ფოტოები გერმანიიდან

ავტოკატასტროფას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა: ამობრუნდა ავტობუსი, სადაც 55 მგზავრი იჯდა - ფოტოები გერმანიიდან

გერმანიის ქალაქ ლაიფციგის მახლობლად მდებარე ავტომაგისტრალზე მომხდარი კატასტროფის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ტრაგედიის შესახებ BBC იტყობინება.

  • FlixBus ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ საქალაქთაშორისო სამგზავრო სერვისებს აწარმოებს.

მედიის ცნობით, FlixBus-ის ავტობუსი ავტობანზე მოხვევისას გადაყირავდა. კომპანიამ დაადასტურა, რომ ციურიხისკენ მიმავალ ავტობუსში 2 მძღოლი და 53 მგზავრი იჯდა.

  • ოფიციალური განცხადებით, ავარია დილის 10:00-საათზე მოხდა.

"ავარიის ზუსტი გარემოებები ჯერჯერობით უცნობია",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. "ვიზიარებთ ყველა იმ ადამიანის და მათი ოჯახების ტკივილს, ვინც ამ უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა",- დასძინეს მათ.

პოლიციის თქმით, შემთხვევის ადგილზე სამაშველო ვერტმფრენები და დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა