ავტორი:

"როგორც ჩანს, მათი ურთიერთობა მალე განვითარდა" - ლეონარდო დიკაპრიოს 25 წლის შეყვარებული საქორწინო ბეჭდით გამოჩნდა: რა დააფიქსირეს პაპარაცებმა

"როგორც ჩანს, მათი ურთიერთობა მალე განვითარდა" - ლეონარდო დიკაპრიოს 25 წლის შეყვარებული საქორწინო ბეჭდით გამოჩნდა: რა დააფიქსირეს პაპარაცებმა

ლეონარდო დიკაპრიოს შეყვარებული ვიტორია სერეტი თითზე საქორწინო ბეჭდით გამოჩნდა. პაპარაცებმა წყვილი ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს.

ლეონარდო და ვიტორია ერთმანეთს 2023 წლეს შეხვდნენ. როგორც ჩანს, მათი ურთიერთობა მალე განვითარდა, 25 წლის ვიტორია მანამდე ელექტრონული მუსიკის სუპერვარსკვლავ მატეო მილერზე იყო დაქორწინებული. წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ ტიტანიკის ვარსკვლავი "გიჟდება" თავის ახალ სიყვარულზე და აღნიშნეს, რომ "ვიტორიას აქვს ყველა ის თვისება, რასაც პარტნიორში ეძებს".

"ისინი საკმაოდ დიდ დროს ატარებენ ერთად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და ერთად ყოფნა სიამოვნებთ" - წერს გამოცემა PageSix. ვიტორიას წარმატებული კარიერა აქვს, თანამშრომლობს ისეთი მაღალი მოდის ბრენდებთან, როგორებიც არიან Dior, Louis Vuitton, Celine და Versace.

წყარო