ავტორი:

"სერხიო რამოსმა მომილოცა ჩვენი ნაკრების გამარჯვება" - რას წერს მერაბ დვალიშვილი?

"სერხიო რამოსმა მომილოცა ჩვენი ნაკრების გამარჯვება" - რას წერს მერაბ დვალიშვილი?

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა სერხიო რამოსმა მერაბ დვალიშვილს საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვება პირადად მიულოცა. ამის შესახევ UFC-ის ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში წერს.

"სერხიო რამოსმა მომილოცა ჩვენი ნაკრების გამარჯვება ინსტაგრამის სტორზე" - წერს დვალიშვილი.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ ისტორია დაწერა. ქართველი ფეხბურთელები "ერთა ლიგის" ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდნენ და 4:2 დაამარცხეს. დაძაბული და თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, სანუკვარი ოცნება ახდა და ისტორიაში პირველად, ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს."ევრო 2024“-ზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. როგორც უკვე ცნობილია, "ევრო 2024“ გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.

რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, თურქეთის წინააღმდეგ თამაში 18 ივნისს შედგება, ჩეხეთს 22 ივნისს დაუპირისპირდება, ხოლო პორტუგალიას 26 ივნისს.