ავტორი:

"გიორგი სანაიამ ლიფტში გვითხრა, რომ ჰქონდა კასეტა, სადაც ჩანს, თუ როგორ არიან ძალოვნები ჩართული ნარკობიზნესში და ამას საჯაროზე გამოიტანდა... შემდეგ რაც მოხდა, იცით" - რას იხსენებს მექა ხანგოშვილი?

"გიორგი სანაიამ ლიფტში გვითხრა, რომ ჰქონდა კასეტა, სადაც ჩანს, თუ როგორ არიან ძალოვნები ჩართული ნარკობიზნესში და ამას საჯაროზე გამოიტანდა... შემდეგ რაც მოხდა, იცით" - რას იხსენებს მექა ხანგოშვილი?

"საქართველოს დაბადება" - ასე ჰქვია გადაცემათა ციკლს, რომელსაც უკვე დიდი ხანია, რაც იაგო ხვიჩია უძღვება. გადაცემის სტუმრები პოლიტიკოსს უახლესი წარსულის შესახებ საინტერესო ამბებს უყვებიან. ცოტა ხნის წინ პოლიტიკოსის სტუმარმა, ჩეჩნური დიასპორის წევრმა მექა ხანგოშვილმა პანკისის ხეობასა და ქისტებზე ისაუბრა.

ინტერვიუ ორ საათზე მეტხანს გრძელდება და ერთ-ერთ მონაკვეთში წამყვანი ეხება პანკისის ხეობაში არსებულ ნარკოტიკებით ვაჭრობის ფაქტს, რაც ხანგოშვილმა გიორგი სანაიას მკვლელობას დაუკავშირა:

მექა ხანგოშვილი:

- ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, დევნილებს უამრავი ადამიანი შემოჰყვა, მათ შორის კრიმინალებიც, ყველა პანკისის ხეობამ მიიღო. შემდეგ ყველაზე ცუდი, რაც იმ პერიოდში მოხდა, ხელისუფლების მხრიდან ადგილზე ბლოკ პოსტების ჩაყენება იყო, როდესაც კეთროვანივით მოწყვიტეს საქართველოს პანკისის ხეობა, საშვი თუ არ გექნებოდა, ვერ შეხვიდოდი. წელიწადსა და ორ თვეს გაგრძელდა.

თან ყველაზე სამწუხარო რა იყო, რომ თავად ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული ნარკოტიკებით ვაჭრობაში. სწორედ ამას შეეწირა გიორგი სანაია. ერთ-ერთი ნარკობარონის აფეთქება და ბევრი სხვა არასასიამოვნო რამ... ნარკოტიკი ჯერ პანკისის ხეობაში შემოდიოდა და შემდეგ იქიდან გაედინებოდა. პოლიციური წესრიგი როგორ იქნებოდა, ვინც თავს რკინის კაცად თვლიდა, ის მონაწილეობდა ამაში, ამას არ შეეწირა სანაია? თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩადგეს ბლოკ პოსტები და უმართავ ზონად გამოაცხადეს.

- რა მტკიცებულება გქონდათ ამისთვის, რომ ჩინოვნიკები იყვნენ ჩართული, ცალკე ნუ მეტყვით, ჩემთვის ამას დამაჯერებლობა ნაკლებად ექნება...

- სანაიას მკვლელობამდე ორი დღით ადრე, "რუსთავი 2"-ის ეთერში ვიყავით მიწვეული მე და ხიზრი ალდამოვი. მარგოშვილი რომ გამაგრდა და ცუდი ამბები ხდებოდა, მაშინ. გადაცემის შემდეგ გიორგი სანაიამ რომ გამოგვაცილა, ლიფტში გვითხრა, რომ მას აქვს კასეტა, სადაც ჩანს, როგორ არიან ძალოვნები ჩართული ნარკობიზნესში და ამ საქმეს ერთ-ორ დღეში საჯაროზე გამოიტანდა, თუმცა რაც მოხდა, თქვენც იცით. თუმცა მე ის კასეტა არ მაქვს ნანახი.

წაიკითხეთ ასევე: