ავტორი:

ბაკურიანში თოვლის მასამ ერთი პირი მოიყოლა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

ბაკურიანში თოვლის მასამ ერთი პირი მოიყოლა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

ბაკურიანში თოვლის მასა ჩამოწვა, რამაც ერთ ადამიანი მოიყოლა. ამ წუთებში მისი სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც მთის ფერდობიდან ჩამოიშალა თოვლის მასა.

არსებული ინფორმაციით, ზვავში სავარაუდოდ მოყოლილია ერთი ადამიანი, რომლის ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.ასევე, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად, თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი" - ნათქვამია ინფორმაციაში.