ავტორი:

აფხაზეთში, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით, მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო

აფხაზეთში, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით, მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო

ოკუპირებულ აფხაზეთში, აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ, ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

მედიის ინფორმაციით, აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.

"მას თავისი მმართველობის ოთხი წლის განმავლობაში საარჩევნო კამპანიიდან არცერთი პუნქტი არ შეუსრულებია. რასაც ის აკეთებს, დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის. მას არ აქვს მორალური უფლება იყოს თავის პოზიციაზე. კაცმა წითელი ხაზი გადაკვეთა. მე ამას სახელმწიფო ღალატად მივიჩნევ“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ადლეიბამ თებერვალში განაცხადა, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა „თავისუფლებას“ აფუძნებს.