ავტორი:

"ელსინას ყოფილი ქმრის ინტერვიუებმა შეიძლება, გავლენა მოახდინა კრუზის რეპუტაციაზე" - რას წერს მედია მსახიობისა და მისი რუსი შეყვარებულის დაშორების მიზეზებზე?

"ელსინას ყოფილი ქმრის ინტერვიუებმა შეიძლება, გავლენა მოახდინა კრუზის რეპუტაციაზე" - რას წერს მედია მსახიობისა და მისი რუსი შეყვარებულის დაშორების მიზეზებზე?

ტომ კრუზი თავის საყვარელ ქალს, ყოფილი რუსი დეპუტატის ქალიშვილს ელსინა ხაიროვას, ყოფილი მეუღლის, ბიზნესმენ დიმიტრი ცვეტკოვის გამო დაშორდა. ამის შესახებ PageSix ინსაიდერზე დაყრდნობით წერს. როგორც მსახიობთან დაახლოებული წყარო ამბობს, ცვეტკოვის ინტერვიუებმა შეიძლება გავლენა მოახდინა კრუზის რეპუტაციაზე და მის საქმიანობაზე.

"ის მსახიობია და ამ დროს ელსინას ქმარი ყოველ ჯერზე ინტერვიუებს აძლევს მედიას, როგორც კი პრესაში ტომს ახსენებდნენ. მას უბრალოდ არ სურდა საყვარელი ქალის ყოფილ ქმართან ასოცირდებოდეს, რომელიც ყოველ კვირას რაღაც საზიზღრობას იგონებდა", - ამბობს ინსაიდერი.

ცნობილმა რუსმა მაგნატმა, მას შემდეგ რაც გაიგო რომ მისი ყოფილი ცოლი ტომ კრუზს ხვდებოდა Daily Mail-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან კრუზს უწოდა თავისი "საყვარელ მსახიობი" უწოდა. მისი თქმით, 30-ჯერ უყურა ფილმს „ფართოდ დახუჭულ თვალებს“. აქვე დაამატა, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთ პროდიუსერს ესაუბრა, რომ მისი ცხოვრების შესახებ გადაღებულ ფილმში, სურდა რომ კრუზს ეთამაშა.

„პროდიუსერს ვუთხარი, რომ ერთადერთი მსახიობი, რომელსაც შეუძლია ჩემი როლი, შეასრულოს არის ტომ კრუზი. ჩვენ დაახლოებით ერთი სიმაღლისა და წონის ვართ და დიდი პატივი იქნებოდა, თუ ეს მოხდებოდა. ვერ ვფიქრობ სხვა ვინმეზე, ვინც ჩემს როლს შეასრულებს. იმედი მაქვს ერთ დღეს შევხვდები მას პროექტის განხილვისას.“ - ამბობდა ცვეტკოვი.

ცვეტკოვმა ასევე გააფრთხილა კრუზი, რომ მის ყოფილ მეუღლეს უყვარდა კარგი ცხოვრება და ამისთვის მოუწევდა "საფულის ფართოდ გახსნა". ცვეტკოვის თქმით, 11-წლიანი ქორწინების განმავლობაში 12 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა ცოლის ტანსაცმელზე და დაახლოებით 2,5 მილიონ დოლარზე მეტი ყოფილის ჩანთებისთვის. ხოლო განქორწინების შედეგად თითქმის 200 მილიონი დოლარი დაკარგა.

ელსინასა და ტომ კრუზის რომანი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მედიამ წყვილის შესახებ ყოველდღიურად წერდა. ელსინამ კრუზს თავისი შვილებიც გააცნო, რომელიც პირველი ქორწინებიდან შეეძინა.

ყველა ელოდა, რომ კრუზი უახლოეს მომავალში საჯაროდ გამოაცხადებდა ახალი რომანის შესახებ, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი ერთმანეთს დაშორდა. როგორც მაშინ ინსაიდერებმა განაცხადეს, ტომმა დაკარგა ინტერესი ელსინას მიმართ, თუმცა ისინი მეგობრებად დარჩნენ. კრუზი და ხაიროვა ლონდონის ცენტრში ერთ სახლში ცხოვრობენ, ამიტომ ურთიერთობის გაფუჭება არ ღირდა.

წაიკითხეთ ასევე: