ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" მომდევნო მატჩს გამოტოვებს - რას წერს იტალიური მედია?

ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" მომდევნო მატჩს გამოტოვებს - რას წერს იტალიური მედია?

ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" მომდევნო მატჩს გამოტოვებს - ხუთშაბათის ვარჯიშის შემდეგ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში "ნაპოლიმ" დაადასტურა თავდამსხმელის ტრავმა. დასკვნაში მითითებულია, რომ ანალიზებმა გამოავლინა "მარცხენა ბარძაყის შემაერთებელი კუნთის ძლიერი კონტრაქტურა".

  • Sky Sport Italia-ს ცნობით, კვარაცხელიას ატალანტასთან თამაში სურს, მაგრამ ექიმები გარისკვას არ ურჩევენ, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი დაზიანება, ამიტომ 23 წლის ფეხბურთელი შაბათს დაგეგმილ თამაშს გამოტოვებს.

ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა საბერძნეთთან მატჩის დროს მიიღო, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია. მიუხედავად მისი არყოფნისა პენალტების სერიაში, საქართველომ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა.