ავტორი:

ბუდუს კიდევ ერთი პერფორმანსი გვირგვინით და საზეიმო დახვედრა "კარლსრუეში" (ვიდეო)

ბუდუს კიდევ ერთი პერფორმანსი გვირგვინით და საზეიმო დახვედრა "კარლსრუეში" (ვიდეო)

საბერძნეთის დამარცხებისა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გერმანულ კლუბ "კარლსრუეს" დაუბრუნდა. მას თანაგუნდელებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, გთავაზობთ ვიდეოს.

შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძემ ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა.

მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც სტარტს 14 ივნისს აიღებს, გერმანიაში გაიმართება.

ბუდუმ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქომაგები, რომლებიც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვიან, საკუთარ სახლში პირადად მიიღებს.

"ვინც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვით, ჩემთან, სახლში გეპატიჟებით", - განაცხადა ზივზივაძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. წყარო: sportall.ge

ვიდეო: Karlsruher SC

იხილეთ ასევე: