ავტორი:

საქართველოში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი

საქართველოში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი რაჭაში, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 კილომეტრში, სოფელ ფსორთან იყო.

მიწისძვრის სიძლიერემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა.

"თბილისის დროით 17:50 საათზე, მოხდა მეორე მიწისძვრა ონთან, მაგნიტუდით 4.0" - წერია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

ბიძგები იგრძნობოდა ონის, ამბროლაურის, ტყიბულის, საჩხერისა და ცაგერის მუნიციპალიტეტშიც. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.