ავტორი:

რაჭაში კიდევ ერთი, მესამე მიწისძვრა მოხდა - რამდენს შეადგენდა მაგნიტუდა?

რაჭაში კიდევ ერთი, მესამე მიწისძვრა მოხდა - რამდენს შეადგენდა მაგნიტუდა?

რაჭაში კიდევ ერთი, მესამე მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ონთან იყო. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ავრცელებს.

"3.6 იანი მოჰყვა კიდევ, იგივე ეპიცენტრული ზონაა, ონთან" - წერს გოდოლაძე.

მანამდე რაჭაში რამდენიმე წუთის ინტერვალით 2 მიწისძვრა მოხდა.

ერთი თბილისის დროით 17:44 საათზე, ონთან, 4.8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. მეორე კი თბილისის დროით 17:50 საათზე, ასევე ონთან, მაგნიტუდით 4.0 (ML).

ბიძგები იგრძნობოდა ონის, ამბროლაურის, ტყიბულის, საჩხერისა და ცაგერის მუნიციპალიტეტშიც. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.