ავტორი:

მზის დაბნელება, ვიზიტორთა ბუმი და საგანგებო მდგომარეობა ნიაგარაზე - მსოფლიო უიშვიათესი მოვლენის მლოდინში: "ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება"

მზის დაბნელება, ვიზიტორთა ბუმი და საგანგებო მდგომარეობა ნიაგარაზე - მსოფლიო უიშვიათესი მოვლენის მლოდინში: "ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება"

ნიაგარას ჩანჩქერის ონტარიოს მხარემ აპრილის დასაწყისში ვიზიტორთა მოსალოდნელი მოზღვავებისთვის მზადება დაიწყო. საქმე იმაშია, რომ ჩანჩქერი 8 აპრილს მზის დაბნელების სანახავად მისულ მილიონამდე ვიზიტორს უმასპინძლებს. ქალაქის მერის აზრით, საგანგაშო მდგომარეობის გამოცხადება საუკეთესო გამოსავალია.

National Geographic-ის მიხედვით, ცნობილი ჩანჩქერი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მზის დაბნელების სანახავად. ინფორმაციისთვის, ამ მხარეში მზის დაბნელების ფენომენი 1979 წლის შემდეგ არ უნახავთ. ქალაქი ონტარიო კი სწორედ იმ ტერიტორიაზეა, სადაც მთვარე მზეს რამდენიმე წუთის განმავლობაში მთლიანად გადაფარავს.

ქალაქის მერის ჯიმ დიოდატის შეფასებით, ქალაქი, მხოლოდ 8 აპრილს, ყველაზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლებს, რამდენიც კი მას ერთი დღის განმავლობაში ოდესმე უნახავს. ონტარიოს წელიწადში საშუალოდ 14 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს.

საგანგებო მდგომარეობა ხუთშაბათს გამოცხადდა, რაც, მერის თქმით, მოსახლეობას საცობების, მობილური ქსელების გადატვირთვისა და გადაუდებელი დახმარების გაზრდის საჭიროებისთვის მომზადების საშუალებას მისცემს. The Telegraph-ის ცნობით, საგანგებო მდგომარეობა სიფრთხილის გამო გამოცხადდა.

"ნიაგარა ყურადღების ცენტრში იქნება, რადგან ამ საუცხოო დღეს უამრავი ვიზიტორი შემოგვიერთდება, ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება",- თქვა ჯიმ ბრედლიმ, ნიაგარას რეგიონის თავმჯდომარემ.

მზის დაბნელება პირველად მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე გამოჩნდება, შემდეგ ტეხასიდან აშშ-ში, მეინსა და საბოლოოდ აღმოსავლეთ კანადაში გადაინაცვლებს. კონტინენტის დანარჩენ ტერიტორიაზე მზის დაბნელება მხოლოდ ნაწილობრივი იქნება.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა