ავტორი:

ნიკო ლორთქიფანიძის ნოველების კრებულის ახალი გამოცემა სპეციალურ ფასად -  გადავიკითხოთ კლასიკური ლიტერატურა

ნიკო ლორთქიფანიძის ნოველების კრებულის ახალი გამოცემა სპეციალურ ფასად -  გადავიკითხოთ კლასიკური ლიტერატურა

„პალიტრა L-ის“ სერია #გადავიკითხოთ გრძელდება ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობებისა და ნოველების კრებულით. ეს სერიის რიგით მერვე წიგნია, რომლის შეძენაც ერთი კვირის განმავლობაში 15 ლარად არის შესაძლებელი.

#გადავიკითხოთ „პალიტრა L-ის“ ერთ-ერთი ახალი სერიაა, რომელიც კლასიკური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნიმუშების კიდევ უფრო გავრცელებასა და ახალი თაობის დაინტერესებას ემსახურება. მისი თითოეული წიგნი გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით. ყდა გაფორმებულია საკვანძო სიუჟეტების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციებით.

ნიკო ლორთქიფანიძე ის მწერალია, რომელმაც XX საუკუნის ქართული პროზის განვითარება მნიშვნელოვნად განსაზღვრა. მისი ლიტერატურული მოღვაწეობა 1902 წელს დაიწყო და მალევე მიიქცია ყურადღება, როგორც უაღრესად ჰუმანური იდეების გამომხატველმა შემოქმედმა. ლორთქიფანიძის ლიტერატურული მემკვიდრეობა თემატური მრავალფეროვნებითა და ჟანრთა ნაირსახეობით გამოირჩევა. მისი შემოქმედება აერთიანებს ნოველებს, მოთხრობებს, პიესებსა და რომანს. თუმცა ის ცალსახად მცირე ჟანრის ნაწარმოებთა აღიარებული ოსტატია.

„ნიკო ლორთქიფანიძისნაირი მწერლები კი არ იბადებიან, არამედ ჩნდებიან და გამოეცხადებიან ხოლმე ხალხს. ასე გამოეცხადა იგი 1880 წელს საქართველოს” - წერდა ნოდარ დუმბაძე.

წიგნის სააქციო ღირებულება 15 ლარია. მისი შეძენა შეგიძლიათ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში ან პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში. ასევე, შესაძლებლობა გაქვთ, გახდეთ სერიის გამომწერი, რისთვისაც უნდა დარეკოთ ნომერზე 032 2 47 00 45 ან ეწვიოთ ვებგვერდს.

R