"ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. "ქართული ოცნების” ოფისში დეპუტატები 21:00 საათიდან შეიკრიბნენ.
სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ გააკეთა, მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხს განიხილავენ, რაზეც საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება.
“ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს განსახილველი. ჩვენი საზოგადოება იქნება პირველი, ვინც გაიგებს სიახლეების და გადაწყვეტილებების შესახებ. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს განსახილველი”, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.
"ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, მმართველი გუნდში სხდომის შესხებ განცხადება ხვალ გაკეთდება.
შეგახსენებთ, უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გუშინ, 1-ელ აპრილს ჩატარდა.