ავტორი:

დაასრულეთ კომიქსი თინეიჯერი გოგოს შესახებ და დაჯილდოვდით საუკეთესო იდეისთვის - კონკურსის დეტალები

დაასრულეთ კომიქსი თინეიჯერი გოგოს შესახებ და დაჯილდოვდით საუკეთესო იდეისთვის - კონკურსის დეტალები

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და გამომცემლობა პალიტრა L თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა კომიქსი - „უჩინარი“, რომელიც 13-16 წლის გოგოების და ბიჭების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

„უჩინარი“ ფენტეზის ჟანრის კომიქსია, რომელიც მებრძოლი გოგოს - 14 წლის ნინის შესახებ მოგვითხრობს. ის არ უშინდება სირთულეებს და თითქოს პატარა, უმნიშვნელო ნაბიჯებით ცდილობს სტერეოტიპების დაძლევას და უთანასწორო გარემოს უკეთესობისკენ შეცვლას. ეს ამბავი კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ სამყაროში არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც მეგობრობა, სიყვარული და სამართლიანობა ვერ გადალახავს.

კონკურსის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად შექმნან ამბის სამოყვარულო დასასრული ტექსტის ან ნახატის სახით.

წაიკითხეთ „უჩინარი“ და დაწერეთ ან დახატეთ გაგრძელება. ნამუშევრის გაგზავნა კი შეგიძლიათ 2024 წლის 27 აპრილამდე ელ-ფოსტაზე: book@palitra.ge

საუკეთესო იდეების ავტორები 11 მაისს, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.

აღსანიშნავია, რომ „უჩინარი" არის კულტურულად მგრძნობიარე და ასაკზე მორგებული კომიქსი, რომელიც ნაწილია კამპანიისა „ნუ განასხვავებ, გოგოც და ბიჭიც შენი მომავალია“. კამპანიის ფარგლებში გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) შეახსენებს ყველას, რომ გოგოც და ბიჭიც თანაბრად ღირებული და ძვირფასია თავიანთი ოჯახებისთვის, თემისა და ქვეყნისთვის.

#გააზიარელიტერატურადასიყვარული

#წიგნისაუკეთესოსაჩუქარია

#პალიტრაL

R