ავტორი:

"თავდამსხმელებს ცოლ-ქმარმა წინააღმდეგობა გაუწია... რის გამოც ცოლი მოკლეს, ქმარს კი დაზიანებები მიაყენეს" - რა ხდება ცნობილი ზუგდიდში მომხდარ მკვლელობაზე?

"თავდამსხმელებს ცოლ-ქმარმა წინააღმდეგობა გაუწია... რის გამოც ცოლი მოკლეს, ქმარს კი დაზიანებები მიაყენეს" - რა ხდება ცნობილი ზუგდიდში მომხდარ მკვლელობაზე?

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში მკვლელობა მოხდა. ფიზიკურად გაუსწორდნენ მოკლულის ოჯახის ერთ-ერთ წევრს. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მკვლელობის შესახებ გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა აფხაზეთიდან დევნილი ჯიმშელიების დაყაჩაღება გამთენიისას სცადეს. "ცოლ- ქმარმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ცოლი მოკლეს, ქმარს კი სხეულზე დაზიანებები მიაყენეს. მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული", - ამბობს ის.

არსებული ცნობით, მისი მდგომარეობა მძიმეა. მოკლული 70 წლამდე ქალია, რომელიც არსებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ რუსეთიდან ჩამოვიდა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამართალდამცავები თავდამსხმელებს ეძებენ.

ავტორი: მაია ძაგანია