ავტორი:

პარასკევ დილით მჭიდროდ დასახლებული მეგაპოლისი ნიუ-იორკი მიწისძვრამ შეარყია

პარასკევ დილით მჭიდროდ დასახლებული მეგაპოლისი ნიუ-იორკი მიწისძვრამ შეარყია

პარასკევ დილით მჭიდროდ დასახლებული მეგაპოლისი ნიუ-იორკი მიწისძვრამ შეარყია. ქალაქის მცხოვრებთა თქმით, რყევას თან ერთოდა შემაშინებელი ხმაური

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ნიუ-იორკში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები იგრძნობოდა. მისი ეპიცენტრი კი ნიუ ჯერსიში. ის ასევე იგრძნობოდა მეზობელ კონექტიკუტისა და მასაჩუსეტსის შტატებშიც, ასევე შესამჩნევი იყო ბოსტონში და ფილადელფიაში, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის განცხადებით, მათ სერიოზული ზარალის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

ნიუ-იორკის გუბერნატორმა ქეთი ჰოჩულმა განაცხადა, რომ მიწისძვრა იგრძნობოდა მთელ შტატში.

”ჩემი გუნდი აფასებს მიწისძვრისგან გამოწვეულ ნებისმიერ ზარალს, რაც შეიძლება მომხდარიყო და საზოგადოებას ვაწვდით სანდრო ინფორმაციას”, - თქვა მან.

სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი… წყარო

მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა