ავტორი:

ვინ არის მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი - ის ამბობს, რომ ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო თევზის და ჩიფსების ჭამაა, ასევე სეირნობა

ვინ არის მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი - ის ამბობს, რომ ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო თევზის და ჩიფსების ჭამაა, ასევე სეირნობა

ინგლისელი ჯონ ტინისვუდი მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გახდა - 5 აპრილს მას 111 წელი შეუსრულდა. ჯონის თქმით, ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო ტრადიციული ბრიტანული თევზის და ჩიფსების ჭამა და რეგულარული სეირნობაა.

ჯანმრთელობისთვის გვირჩევს, რომ "არასოდეს გადატვირთოთ სხეული“ და მუდმივად გვქონდეს კარგი ურთიერთობა გარშემომყოფებთან. 4 აპრილს მას გინესის რეკორდების წიგნის სერტიფიკატი გადაეცა. ის ფაქტი, რომ ტანისვუდი მსოფლიოს უხუცესი მამაკაცია გინესის მსოფლიო რეკორდების უფროსმა გერონტოლოგიის კონსულტანტმა რობერტ იანგმა დაამტკიცა.

ჯონ ტინისვუდი 1912 წლის 26 აგვისტოს დაიბადა. მეუღლეს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შეხვდა და 1942 წელს იქორწინა. მათი ქალიშვილი სუზანი 1943 წელს დაიბადა. წყვილი 44 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდა.

მანამდე ყველაზე ხანდაზმული ადამიანის ტიტულს ვენესუელელი ხუან ვისენტე პერეს მორა ფლობდა, რომელიც სამშაბათს 114 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ქალად ესპანელი ქალი ბრანას მორერა ითვლება, რომელმაც ცოტა ხნის წინ 117 წლის იუბილე აღნიშნა.