ავტორი:

"ვოცნებობდი ფერადკანიან ქმარზე... ჩემი ქმარი დამეხმარა ნეგატივის სიცილ-კისკისით გადატანაში" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს "მარიამ ლამაზი მაიამიდან": ინტერვიუ ცნობილ ინფლუენსერთან

"ვოცნებობდი ფერადკანიან ქმარზე... ჩემი ქმარი დამეხმარა ნეგატივის სიცილ-კისკისით გადატანაში" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს "მარიამ ლამაზი მაიამიდან": ინტერვიუ ცნობილ ინფლუენსერთან

“გამარჯობა, მე ვარ მარიამ ლამაზი მაიამიდან” - თუ "ტიკტოკს“ ხშირად სქროლავთ, ეს თქვენთვის ნაცნობი ფრაზა იქნება. პოზიტივით, დადებითი ენერგიით სავსე 33 წლის ქალი თავისი ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ვიდეოებით, ასევე სამოტივაციო კონტენტით ადამიანებზე დადებითად მოქმედებს.

შეუძლებელია ნახოთ მარიამის ვიდეო და მის მიმართ დადებითად არ განეწყოთ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც უარყოფით კომენტარებს არ იშურებენ. საინტერესო კი ასეთ კომენტარებზე ინფლუენსერის რეაქციაა - მსგავს ნეგატივს ის თითქმის ყოველთვის პოზიტივით პასუხობს.

  • თავისი ამერიკული ცხოვრების, ინფლუენსერობის და ამ საქმესთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ, მარიამ ლამაზი Ambebi.ge-ს ესაუბრა.

- მე ვარ 33 წლის გოგონა და ვერ გეტყვით ასე კონკრეტულად, ვინ ვარ, ბევრი რამის თქმა შეიძლება ჩემ შესახებ, მაგრამ მოკლე პასუხით შემოვიფარგლები, და გეტყვით, რომ მე ვარ ინფლუენსერი. მაქვს ბრილიანტის ფორმის ტატუ, იმის ნიშნად, რომ მაქვს არაერთი განსხვავებული, უნიკალური მხარე და თავს ჩარჩოებში ვერ მოვაქცევ, ერთ კონკრეტულ ადგილს ვერ მივაკუთვნებ საკუთარ თავს და არც ვჩერდები ერთ ადგილას, ყველაფერს ვაკეთებ, რაც თუნდაც ცოტაოდენ ინტერესს გამიჩენს.

დავიბადე ქალაქ გორში, რითაც ძალიან ვამაყობ, 2 წლის ასაკში გადამიყვანეს მოსკოვში საცხოვრებლად, მაგრამ სამშობლოს ბოლომდე არ მოვწყვეტილვარ და რეგულარულად ვსტუმრობდი გორსა და თბილისს. 20 წლის ასაკში ამერიკაში გადასვლა მომიწია, სიმართლე რომ გითხრათ, არ ვაპირებდი და დიდად სურვილიც არ მქონდა, ეს იყო მამის სურვილი, ახლა ძალიან მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა მე და ჩემს ძმას.

დაახლოებით 4 წელი ვცხოვრობდი ბოსტონში, შემდეგ გადავედით მაიამიში, სადაც დღემდე ვცხოვრობ. ჩემი მეუღლე არის ამერიკელი, ჰაიტელი 43 წლის კაცი. 16 წლის იყო, როდესაც მამამისმა ჩამოიყვანა მაიამიში და მას მერე აქ ცხოვრობს.

აფროამერიკელები ყოველთვის მხიბლავდნენ, ჩემი ქმარი ნამდვილად ისეთი მეუღლეა, როგორზეც მიოცნებია, რომელმაც კიდევ ერთი ოცნება ამისრულა, ყოველთვის მინდოდა რომ ჩემი შვილები ფერადკანიანები ყოფილიყვნენ. შეიძლება ძალიან ბავშვურად ჟღერს, მაგრამ რა ვქნა?! ასეთი ოცნება მქონდა. დღეს ორი ულამაზესი ბავშვის, ლეილას და ლუკას დედა ვარ.

- რატომ აირჩიეთ "ლამაზი“? რა არის თქვენი რეალური გვარი და რამ გიბიძგათ, რომ ეს სიტყვა - "ლამაზი“ თქვენი იდენტობის ნაწილად გექციათ?

- როგორც აღვნიშნე, წარმოშობით ნახევრად რუსი ვარ და დაბადებიდან მალევე გადავედით რუსეთში საცხოვრებლად. ჩემი თავდაპირველი გვარი იყო კოზინა, მაგრამ ბავშვობიდან პროტესტის გრძნობა მაწუხებდა, რადგან მე ასევე ნახევრად ქართველი ვარ და უზომოდ მიყვარდა დედულეთი. თავს ქართველადაც მოვიხსენიებდი და მაწუხებდა რუსული გვარი, მაგრამ ამავდროულად, დედის გვარზე გადმოსვლა გამიჭირდებოდა. დედაჩემის გვარი გოჩელეიშვილია, არც ისე მარტივად გამოსათქმელი იყო რუსებისთვის. დაახლოებით თხუთმეტი წლის ასაკამდე მაწუხებდა ეს თემა, ხოლო შემდგომ გადავწყვიტე სოციალურ ქსელებში “მარიამ ლამაზი” დამეწერა.

2 აპრილს 33 წლის გავხდი და არც ერთი წამით არ ვნანობ ჩემ ამ გადაწყვეტილებას, იმისდა მიუხედავად, რომ არაერთი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა ჩემს ზედმეტსახელს. გათხოვების შემდეგ გადავწყვიტე, ქმრის გვარზე გადავსულიყავი და ჩემი ახლანდელი გვარი ალტიდორია.

- "ტიკტოკზე" საოცარი პოზიტივით გამოირჩევით და ნეგატიურ კომენტარებსაც ღიმილით, პოზიტიური ენერგიით პასუხობთ. მე, როგორც რიგით მაყურებელს, განცდა მრჩება, რომ სწორედ ასეთი ენერგიით მაქსიმალურად ახერხებთ ადამიანებზე დადებითად ზემოქმედებას - ეს თემა რომ განვავრცოთ, რას გვეტყვით, როგორ ახერხებთ, რომ კი არ იჩხუბოთ ასეთ კომენტარებზე, არამედ ღიმილით უპასუხოთ?

- ხალხის ნეგატივი ჩემთვის ნამდვილად საინტერესო სასაუბრო თემაა. დავიწყოთ იმით, რომ მე ცხოვრების მიმართ ფილოსოფიური მიდგომა მაქვს და მეტ-ნაკლებად საკუთარ თავს ფილოსოფოსად აღვიქვამ, ვფიქრობ, რომ ადამიანისგან გადმოსული ნეგატივი მათი სულის ანარეკლია. შეიძლება მეც არ მომწონდეს რაღაც კონკრეტული დეტალი ადამიანში, მაგრამ მის მიმართ არანაირი ნეგატივი არ გამოვხატო, რადგან მე თუ არ მომწონს, იმას არ ნიშნავს, რომ მასაც არ უნდა მოსწონდეს და თავს უმნიშვნელო დეტალის გამო ცუდად არ ვაგრძნობინებ.

არ ვთვლი, რომ ჩემი კომენტარი რამე გავლენას უნდა ახდენდეს სხვა ადამიანზე და მითუმეტეს, ეს ნეგატივი საკუთარ თავზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს. მაგალითად, მე ვარ ჭარბწონიანი და სოციალურ ქსელებში ადამიანების ორი კატეგორია მხვდება, ვისაც მოვწონვარ ისეთი, როგორიც ვარ, კომენტარებშიც მუდმივად მამხნევებენ და მხარს მიჭერენ და მეორე - დაკომპლექსებული ადამიანები, რომლებმაც საკუთარი თავი ვერ შეიყვარეს და ცდილობენ, მეც იგივე მაგრძნობინონ. მე საკუთარ თავზე მუდმივად ვმუშაობ და მიყვარს როგორიც ვარ, არც არასდროს დამიმალავს ეს ფაქტი, მაგრამ ისინი ვერ აანალიზებენ იმას, რომ ამ კომენტარებით მე არ მესაუბრებიან, ისინი მხოლოდ საკუთარ თავს მიმართავენ.

<blockquote class="tiktok-embed" cite="https://www.tiktok.com/@mariamlamazi/video/7351166431603559711" data-video-id="7351166431603559711" style="max-width: 605px;min-width: 325px;" > <section> <a target="_blank" title="@mariamlamazi" href="https://www.tiktok.com/@mariamlamazi?refer=embed">@mariamlamazi</a> <p></p> <a target="_blank" title="♬ Enough (Miami) - Cardi B" href="https://www.tiktok.com/music/Enough-Miami-7343762687811357486?refer=embed">♬ Enough (Miami) - Cardi B</a> </section> </blockquote> <script async src="https://www.tiktok.com/embed.js"></script>

- ბევრი ადამიანისთვის ინსპირაცია გახდით - ხშირად ამბობთ, რომ უნდა შეიყვარო თავი, მიიღო საკუთარი თავი და დატკბე ბედნიერებით - გაგვიზიარეთ რაიმე "რეცეპტი“, როგორ უნდა მიიღონ ადამიანებმა თავიანთი თავი ისეთებად როგორებიც არიან, როგორ შეინარჩუნონ ნეგატივით სავსე გარემოში დადებითი ენერგია?

-.პირველი, რაც უნდა განვიხილოთ, არის საკუთარი თავის სიყვარული და დაფასება, რაც ძალიან რთულია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბავშვობიდან ცუდად ეპყრობოდნენ და არ ასწავლიდნენ იმას, რომ საკუთარი თავი უნდა დააფასონ, ვფიქრობ, მათ პროფესიონალური შველა სჭირდებათ, უნდა მივიდნენ თერაპიაზე ან ის ძალა იპოვონ საკუთარ თავში, რომ სპეციალური ვიდეოების დახმარებით აიმაღლონ თვითშეფასება.

15 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე ფსიქოლოგთან მისვლა, რამაც ძალიან მიშველა, ყველა პრობლემა, რომელსაც ვერ განვიხილავდი მეგობრებთან, მშობლებთან, ნათესავებთან, მოვაგვარე ჩემი ფსიქოლოგის რჩევების დახმარებით, შემდეგ მეც დავინტერესდი ამ სფეროთი და რუსეთში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე დავიწყე სწავლა, რომელიც ვერ დავამთავრე ამერიკაში გადასვლის გამო, მაგრამ დღემდე არ ვჩერდები და შევისწავლი ფსიქოლოგიას.

მუდმივი მუშაობა და ბრძოლა არის საჭირო იმისთვის, რომ დაინახოთ როგორი უნიკალურები ხართ, რომ გაანალიზო ის, რომ ამ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ხარ და ბრილიანტები ხართ, მრავალმხრივ შესასწავლი და ბრწყინვალე. ერთადერთი წინააღმდეგობა, რაც შეიძლება შეგხვდეთ, არის სხვისი აზრები, რომლებიც უმნიშვნელო უნდა იყოს თქვენთვის, დამიჯერეთ, მათი ნეგატივი თქვენ არ გეხებათ, ისინი საკუთარი შეზღუდული აზროვნების გამო იქცევიან ასე და ჩათვალეთ, რომ საკუთარ თავს ესაუბრებიან.

- თქვენ რა გახსენდებათ, რაიმე ისეთი კომენტარი რამაც გული ყველაზე მეტად გატკინათ, ვიდეოებზე კი ვხედავთ, რომ ღიმილით ხვდებით ამ ყველაფერს, მაგრამ როცა კამერა გამორთულია, როგორ რეაგირებთ, მე ვიცი რომ ზოგიერთი ინფლუენსერი ტირის, სტრესშია იმ უარყოფითი კომენტარების გამო, რომელსაც უწერენ. თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება?

- მე გულს არც ერთი ნეგატიური გამოხმაურება არ მტკენს, მხოლოდ მაოცებს. მე და ჩემი ქმარი ვკითხულობთ ხოლმე კომენტარებს და ძალიან ბევრს ვიცინით და ვთვლი, რომ სწორედ ის დამეხმარა ამ ნეგატივის ასე სიცილ-კისკისით გადატანაში. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ჩემი შვილის, ლუკაჩოს ვიდეო, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელებში და ის ნეგატივი, რომელიც ჩემი შვილის, პატარა ბიჭუნას მიმართულებით მოდიოდა, არ იყო გულსატკენი, მე ის ადამიანები უბრალოდ მაოცებდნენ, მათი შეზღუდული აზროვნების და ჩარჩოებში მოქცეული წარმოდგენების გამო.

- მეუღლე რამდენად არის ჩართული თქვენს საქმიანობაში, ვინ არის ყველაზე დიდი მხარდამჭერი?

- მეუღლე ჩართულია ჩემს საქმიანობაში, მაგრამ იშვიათად თუ გამოჩნდება ვიდეოებში, წესრიგის მოყვარული პიროვნებაა და კადრში არ გამოჩნდება, თუ მაქსიმალურად მოწესრიგებული არაა. როცა მთხოვს, რომ არ გადავუღო, მეც ვითვალისწინებ. ყველაზე დიდი მხარდამჭერი, რა თქმა უნდა, ჩემი ქმარი და დედაჩემია, ოჯახის სხვა წევრები განსხვავებულად უყურებდნენ სოციალურ ქსელებში ჩემი აქტიურობის სურვილს, მაგრამ ახლა ნელ-ნელა შეეჩვივნენ და სურვილისამებრ ერთვებიან ვიდეოებში. დიდი ხანია, რაც დავიწყე აქტიურობა სოციალურ ქსელებში და შემიძლია ვთქვა, რომ ოცნება ამიხდა, ადამიანები მცნობენ და მათი მოტივატორი ვარ.

- მეუღლის გაცნობისა და სიყვარულის ისტორიაც გვიამბეთ?

- ვოცნებობდი ფერადკანიან ქმარზე, რა თქმა უნდა, რუსეთში მცხოვრებს ძალიან იშვიათად მხვდებოდნენ, ხოლო როცა ამერიკაში გადავედი, დავრეგისტრირდი ერთ-ერთ აპლიკაციაზე საიდანაც შემეძლო პირდაპირ ეთერში გასვლა და საუბარი უცხო ადამიანებთან, ერთ მშვენიერ დღეს, ლაივში შემოვიდა ჩემი მეუღლე, რომლის სურათი ვნახე და სიგიჟემდე მომეწონა. ერთი სასაცილო მომენტიც მახსენდება, როდესაც ჩვენი მიმოწერა დაიწყო, მახსოვს, ჩემს დაქალს ვუთხარი, რომ ეს ბიჭი ჩემი საქმრო არის-თქო, მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის ჩემი ორი შვილის მამა გახდებოდა, მაგრამ ბედი ასეთია. დიდხანს ვწერდით ერთმანეთს, ორ კვირაში პაემანზეც დამპატიჟა, დეტალებში მახსოვს ის საღამო, რა ეცვა, რომელი სუნამოს სუნი ასდიოდა, როგორ მომესალმა, ჩამეხუტა… ნამდვილად, ერთი ნახვით სიყვარული იყო.

- ვიცი, რომ წიგნის დაწერასაც გეგმავთ, რის შესახებ იქნება ეს წიგნი?

- 7-წლიანი შრომის შედეგად, გამოვეცი საკუთარი წიგნი, ამ ეტაპზე ის ქართულ ენაზე ითარგმნება. ჩემი ნაშრომი გასწავლით, თუ როგორ მიაღწიოთ წარმატებას და აისრულოთ ყველა ოცნება არა რთული გზით, პირიქით, ძალიან მარტივად. ყველა საიდუმლოს ვერ გაგიმხელთ, რადგან მინდა ხალხი საკუთარი სურვილით გაეცნოს ჩემ ნაშრომს და სიამოვნება მიიღონ კითხვისას. ერთადერთი რასაც ვიტყვი ის არის, რომ ამ წიგნში მოცემული გზა მე გავლილი მაქვს და პირადი გამოცდილებიდან მიღებული ცოდნა მინდოდა გამეზიარებინა საზოგადოებისთვის.

ავტორი: ანასტასია შალიკაშვილი